Category Archives: დამაკვირდი
„დამაკვირდი”
„შენ თუ მართლა ბრძენი ხარ, შესდექ ყოველი აყვავებული ხის ძირას, იისა და ყოჩივარდას ყოველ ბუჩქთან და დატკბი ამ სამყაროს ფერთა სიუხვით”. – კონსტანტინე გამსახურდია
„დამაკვირდი”
„ვიდრე ერთი ჩვილი წევს აკვანში, კაცთა შორის პირველობას ნუ დაიჩემებ!..” – ბესიკ ხარანაული
„დამაკვირდი”
„ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო… საიდანაც მოვედით, მუნვე მივიქცევით და არ არის მთქმელი იმისა, თუ რატომ მოვედით ან რატომ მივდივართ”. – გრიგოლ აბაშიძე
„დამაკვირდი”
„მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ეს გაგამართლებს გგონია? არ წაგიკითხავს, „ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო იმას, ვინც გაგამწარაო?” ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და ბიწიერებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ”. – ოტია იოსელიანი
„დამაკვირდი”
„ვინ მოთვლის, რამდენი უხეში, მოუქნელი და გამოუთლელი მუტრუკი გამოუგდია სატანტალოდ მამაზეციერს ამ სოფელ-ქვეყანაში”. – ვაჟა ჩორდელი
„დამაკვირდი”
„ძმაკაცობა ჩემი რწმენაა, ჩემი სინდისის მსაჯულია და თუ ვინმეს „ძმაკაცობა” ეგოიზმით ნაკარნახევ მხოლოდ და მხოლოდ გართობისა და დროსტარების საშუალებად მიაჩნია, მიმიფურთხებია ასეთი ძმაკაცობისათვის”. – აკაკი მუხურაძე