Category Archives: დამაკვირდი

„დამაკვირდი”

1. „ვერავინ ვერავის ვერ ცვლის, ვერავინ ვერავის ვერ იმეორებს. ბუნების კანონია ასეთი”.

„დამაკვირდი”

1.  „მე დავადგინე, დაკარგული ნივთის საძებნად ზღვაში კი არ უნდა შეცურო, გამორიყვას უნდა დაელოდო”. – დიმიტრი წიკლაური

„დამაკვირდი”

1. „მაწანწალა ცხოვრებისთვის ადამიანს სამიდან ერთი რამ მაინც უნდა იზიდავდეს: მქადაგებლობა, ხელოვნება, ან ფსიქოანალიზი. აი, ამ სამიდან თუ ერთ-ერთის მიმართ მაინც არ იჩენთ მიდრეკილებას, დიდხანს ვერ იხეტიალებთ”. – ჰარუკი მურაკამი

„დამაკვირდი”

1. „ხალხის უმადურებას  რომ კიდევ შეეძლოს ჩემი გაკვირვება, მაშინ შენს უმადურებასაც გავიკვირვებდი”. – ჰენრიკ სენკევიჩი

„დამაკვირდი”

1. „არავის შეუძლია და უფლებაც არა აქვს, გულგრილი დარჩეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც უყვარს”. – საბაჰათინ ალი

„დამაკვირდი”

1. „ღმერთიც თუ წამართვით, მწუხარებაში ვიღამ მანუგეშოს, მე ხომ აღარავინ მეყოლება!” – მაქსიმ გორკი

„დამაკვირდი”

1. „ნათქვამია: სხვისი ხელით გველის მოგუდვაა კარგი ან სხვისი ხელით ეკლის კრეფაო”.

„დამაკვირდი”

1. „ზოგჯერ ადამიანი წყაროში საღებავს ჩაყრის, რათა გაიგოს, რა მანძილზე აღწევს მისი მოქმედების სფერო, მაგრამ შეიძლება წლები გავიდეს, ვიდრე სადმე, იქ, სადაც ეს აზრადაც არ მოუვა, წითელი ფერის წყალს იპოვის”. – ჰაინრიხ ბიოლი

„დამაკვირდი”

1. „იქ, სადაც სიმკაცრეა საჭირო, ლმობიერება უადგილოა, ლმობიერებით მტერს მეგობრად ვერ გაიხდი და, პირიქით, უფრო მეტად გადაიკიდებ”. – საადი

„დამაკვირდი”

1. „იცით, ადამიანი უცნაური ქმნილებაა. სრულიად უიარაღო მსოფლიოს წინაშე, ამასთანავე რა გაქანების, ძალის მქონე… ამ ძალას მსოფლიო ვერ დაიტევს. ადამიანი იბადება ცხოვრებისათვის სრულიად მოურგებელი, ყოველ მწერზე უფრო შიშველი, უფრო უძლური, რადგან მწერებს მაშინვე შეუძლიათ რაღაც გააკეთონ. მერე კი ნელ-ნელა ამ ადამიანში იღვიძებს უზომო ბატონობისმოყვარულობა… ხომ საოცრებაა?” – ჟან კასუ