Category Archives: რელიგია

წმინდა მამათა შეგონებანი…

1. თუ კი ვინმე ქრისტიანთაგანი მოწყალებას არ გასცემს,იგი საუფლო საქორწინო პალატათა მიღმა დარჩება და დაიღუპება.ამიტომ.ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისკენ კი არა,ღარიბ ღატაკთა შესაწევნელადაც განიპყარ. – “იოანე ოქროპირი”

„წუთისოფელი”

„წუთისოფელი არის ადგილი, სადაც გვაქვს დრო და საშუალება, ვეძებოთ, ვიპოვოთ და განვმდიდრდეთ სიბრძნით, რაც მხოლოდ უფალშია, მისით და მისგანაა.

ვინ არის ბრძენი და ვინ უგუნური?

“ვინ არის ბრძენი? ის,ვინც სიბრძნით მოიხმარა წუთისოფელი.არ დაფლა,არ გააუფერულა უფლის მიერ მოცემული სილამაზე,ტალანტი უგუნურების,უმადურების მიწაში”.

“წმინდა მამათა შეგონებანი”

1. ისე უნდა ვიცხოვროთ,რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე,ანდა აწმყოზე. - ”ბასილი დიდი”

ნაპოლეონ ბონაპარტი “რელიგიის” შესახებ წერდა…

“არ არსებობს საზოგადოება ქონებრივი უთანასწორობის გარეშე.ამდენად,საზოგადოება ვერ იარსებებს რელიგიის გარეშე,რადგან შეუძლებელია დაარწმუნო ადამიანი,რომელიც შიმშილით კვდება,მაშინ როცა სხვა მის გვერდით ფუფუნებაში ცხოვრობს,შეეგუოს ამ უსამართლობას თუ არ იარსებებს ავტორიტეტი,რომელიც ეტყვის მას:

“აპოკალიფსის გამოქვაბული”

“აპოკალიფსის გამოქვაბული” - წარმოადგენს უნიკალური სილამაზის მქონე მღვიმეს,რომელშიც განთავსებულია მართლმადიდებლური სალოცავი,ორი განყოფილებით.იგი მდებარეობს ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით,საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე.

წმინდა გრიგოლ პალამას შეგონება…

“გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც,ანუ აზრთა აღმოცენება და ფიქრი და ის ძალაც,რომელიც აღმოაცენებს მათ: ეს ძალა საღმრთო წერილში გულადაც იწოდება.

წმინდა ბარსანოფისა და იოანეს შეგონება…

“ეამბორე ჩვენი მაცხოვრის განსაცდელს,ჭრილობებს,დამცირებას,შეურაცხყოფას,ნერწყვას,ეკლიან გვირგვინს,მეწამულ ქლამიდს,სირცხვილს,ძმარს ნაღვლით,ტკივილს ლურსმნების დაჭედებისაგან,ლახვრის დაძგერებას,წყლისა და სისხლის დაღვრას და მისგან ისწავლე ავადმყოფობათა გამო სიხარული.

“წმინდა მამათა შეგონებანი”

1. ეკლესია ჩვენთვის ზეცაა მიწაზე ჩამოსული,სადაც ღმერთი უხილავად იმყოფება და უცქერის იქ მყოფთ,ამიტომაც ტაძარში ღირსეულად,დიდი კრძალვით უნდა ვიდგეთ.იგი ჩვენთვის ნუგეში და შვებაა ჭირსა და სიხარულში. 

“რწმენა” – (უხილავი სიმდიდრე)

“ადამიანში ნათელი ჭეშმარიტი ღვთის,უფალ იესო ქრისტეს რწმენით შემოდის.რწმენა უხილავი სიმდიდრეა,რომელიც ღვთის მცნებების კვალდაკვალ მიყოლით მოიპოვება და კეთილი საქმეებით ხილვადი ხდება.