Category Archives: განათლება
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ პირველი ევროპელის ვინაობა,რომელმაც ეგვიპტეში მოგზაურობის შემდეგ ძვ.წ.აღით 450 წელს პირველად აღწერა დეტალურად ამ უძველესი ცივილიზაციის ხალხში ფესვგადგმული მუმიფიცირების პროცესი.
პიერ ტერაილ დე ბაიარდის შესახებ…
ერთ გონიერ კაცს უთქვამს – „არაფერია მტრისათვის იმაზე შემაშფოთებელი,როგორც თქვენი სიმამაცეო”.ეს სიტყვები რომ სრული ჭეშმარიტებაა,ამას „უშიშარ და უებრო რაინდად” წოდებული დიდი ფრანგი მხედართმთავრისა და გულმხურვალე მამულიშვილის – პიერ ტერაილ დე ბაიარდის (1473-1524 წლები) ბიოგრაფიის უკანასკნელი ფურცელიც ადასტურებს.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მაცხოვრებელი ინდიელი ხალხი – იროკეზები,რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე,სხვადასხვა სახის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ერთად კუს ხორცითაც იკვებებოდნენ.
ლუი-დომინიკ ბურგინიონი (კარტუში)
XVIII საუკუნის დამდეგის საფრანგეთში,კერძოდ კი მის დედაქალაქ პარიზში,დათარეშობდა იმ პერიოდის საფრანგეთის ყველაზე ცნობილი მძარცველი – ლუი-დომინიკ ბურგინიონი (1695-1721 წლები),მეტსახელად – „კარტუში”,რომელიც 2 000-ზე მეტი კაცისგან შემდგარ ბანდას მეთაურობდა.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ცნობილია,რომ ერთ-ერთ გამოჩენილ რუს მწერალს,დრამატურგსა და მთარგმნელს განსაკუთრებით უყვარდა მუსიკა და სიმღერა,თუმცა თავად არავითარი ვოკალური მონაცემები (ხმა) არ გააჩნდა.ამას იგი თავადაც აღიარებდა და ყოველგვარი ფამილარობის გარეშე,საკუთარ ხმას – „ღორის ღრუტუნს” ადარებდა.დაასახელეთ,რომელი რუსი ლიტერატორი ადარებდა საკუთარ ვოკალურ მონაცემებს – „ღორის ღრუტუნს”?!
ნიდერლანდები თუ ჰოლანდია?
ჰოლანდია – ნიდერლანდების შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი პროვინციაა.უფრო რომ დავაზუსტოთ,გეტყვით:
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ფილანთროპი ქალის ვინაობა (მოღვაწეობდა XIX საუკუნეში),რომელსაც მის მიერ უამრავი ადამიანისათვის,განსაკუთრებით კი ობოლი ბავშვებისა და ცხოვრებისაგან გარიყული მანდილოსნებისათვის გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისათვის – „ამერიკის ებრაელი დედა ტერეზა” უწოდეს.
ტალეირანის შესახებ…
„თავადი ტალეირანი მთელი თავისი სიცოცხლე ატყუებდა ღმერთს,სწორედ სიკვდილის წინ კი უცებ ხახამშრალი დატოვა სატანაო”, – ასე მრავლისმეტყველად დაახასიათა ერთმა გონიერმა კაცმა ყველასათვის ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე – შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი (1754-1838 წლები).
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
გერმანული ლიტერატურისა და ფილოსოფიის დოქტორი - პაულ იოზეფ გებელსი (1897-1945 წლები),რომელსაც გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი უბოძა,წიგნების,მუსიკისა და ხელოვნების განსაკუთრებულად მოყვარული მიზანთროპი გახლდათ.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ძველი ეპოქის რომაულ თეატრებში,ყოველი სპექტაკლის დასასრულს მსახიობები წარმოთქვამდნენ იმ ფრაზას,რომელსაც დღეისათვისაც კი ძალიან ხშირად წარმოვთქვამთ ხოლმე ცხოვრებაში.