Category Archives: საინტერესო ფაქტები
აკაკი წერეთელი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ქართველმა პოეტმა,მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ - აკაკი წერეთელმა (1840-1915 წლები) პოლონური წარმომავლობის მქონე რუს ქალზე – ნატალია ბაზილევსკაიაზე ჯვარი 1864 წელს დაიწერა.აკაკის თანამეცხედრე ოქროს მადნების მდიდარი მაგნატის – პეტრე ბაზილევსკის (1831-1883 წლები) ქალიშვილი გახლდათ.
მალის რესპუბლიკა – “ეპიზოდი”
დასავლეთ აფრიკაში განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოში – მალის რესპუბლიკაში,საგანათლებლო სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.შესაბამისად,აღნიშნული ქვეყნის 12 მილიონიანი მოსახლეობა განათლების დონით უმდაბლეს საფეხურზე იმყოფება.
ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ფიზიკოს-თეორიტიკოსს – ალბერტ აინშტაინს (1879-1955 წლები) სხვა უცნაურ თვისებებთან ერთად,ერთი მეტად უჩვეულო თვისებაც ახასიათებდა: გარდა ოფიციალური ღონისძიებებისა,იგი არასოდეს იცმევდა წინდებს.წინდებისადმი მისი ასეთი უცნაური დამოკიდებულება აინშტაინმა შემდეგი სიტყვებით ახსნა:
ნებრასკას შტატი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შემავალ – ნებრასკას შტატში მოქმედებს მეტად უცნაური კანონი,რომლის თანახმადაც,შტატის მოქალაქეებს,ყოველგვარი სასწავლო კურსის გავლის გარეშე,უფლება აქვთ მინიჭებული,სურვილის შემთხვევაში – 25 ამერიკულ დოლარად შეიძინონ აბსოლუტურად ნამდვილი – ადმირალის დიპლომი.
პლატონ იოსელიანი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი ყრილობის მიმდინარეობისას,გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა – პლატონ იოსელიანმა (1809-1875 წლები) მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა,რომელიც შემდგომ ცალკე წიგნაკად გამოიცა.
თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ 1870-იან წლებში გენიალური რუსი მწერლისა და ესეისტის – თედორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) მიმართ დიდი სიძულვილით გამოირჩეოდნენ რადიკალურად და რევოლუციონალურად განწყობილი რუსი ინტელიგენტები.
დომინიკა ერისთავი (განდეგილი) – “ეპიზოდი”
ეჭვიანი ქმრისაგან (ქუთაისელი ვაჭარი და კომერსანტი – სოლომონ მდივანი) საოცრად დათრგუნული და ყოველ მხრივ უფლებაჩამორთმეული დიდი ქართველი პოეტი,ბელეტრისტი და პროზაიკოსი ქალი - დომინიკა ერისთავი (1864-1929 წლები),იგივე – “განდეგილი”,აღიარებდა,რომ ადრეულმა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გათხოვებამ – სიცოცხლე ნამდვილ ჯოჯოხეთად უქცია.
თედო რაზიკაშვილის შესახებ…
ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას სახელოვანი მწერალი და პოეტი ძმა – თედო რაზიკაშვილი (1869-1922 წლები),რევოლუციური საქმიანობისათვის 1905 წელს დააკავეს.იგი მეამბოხედ იქნა მიჩნეული,რის გამოც სამუდამო გადასახლებით დასაჯა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ.
ოლივერ რიდი – “ეპიზოდი”
მარგინალური როლების შესრულებით სახელგანთქმული ბრიტანელი მსახიობი – ოლივერ რიდი (1938-1999 წლები),ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა,რასაც საბოლოო ჯამში მისი სიცოცხლეც კი ემსხვერპლა.
“გალაკტიონის სიკვდილის შემდგომი ნიღბის” შესახებ…
როცა გალაკტიონმა თავი მოიკლა,ჩვენ,ახალგაზრდები,მწერალთა სახლში მის ცხედარს ღამეს ვუთევდით.შუაღამისას ვიღაცამ თქვა: რა დიდებული სახეა,მოდით,ნიღაბი გადავუღოთო! ჩვენს შორის,მოქანდაკე გიგლა ფირცხალავაც აღმოჩნდა.იგი სამხატვრო აკადემიაში გაიქცა,ამ საქმის ოსტატი გააღვიძა,რომელიც იქვე ცხოვრობდა და მოიყვანა…