Category Archives: საინტერესო ფაქტები

ახმეტ ზოგუს ბიოგრაფიიდან…

ახმეტ ზოგუ (1895-1961 წლები) გახლდათ “ალბანეთის” სახელმწიფო მოხელე და ამ ქვეყნის მეფე (1928-1939 წლებში).წოდებით ავსტრიული არმიის პოლკოვნიკი იყო.1922-1924 წლებში ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტირს პოსტი,რომლის დაკავებაშიც უდიდესი დახმარება გაუწია ალბანეთის მომავალმა პრემიერმა და ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მემამულემ ალბანეთისა – შეფკეტ ბეი ვერლაჯიმ (1877-1946 წლები).

“ვაჟა-ფშაველას” მოგონებებიდან…

ერთხელ,პეტერბურგში ყოფნის დროს,ვაჟას და გიორგის (ვაჟას უფროსი ძმა) ფული სრულიად გამოლეოდათ და მშივრები დადიოდნენ თურმე ქუჩაში იმის იმედით,რომ იქნება ვინმე ნაცნობი შეგვხვდეს და გვაჭამოს რამეო.

დასავლეთ აფრიკული საბრძოლო ხელოვნება – “დამბე”

“დამბე”- ინგლისურ ენაზე – “Dambe”,წარმოადგენს სასიკვდილო საფრთხის შემცველ,უძველეს ეგვიპტურ ტრადიციულ კრივზე დაფუძნებულ საბრძოლო ხელოვნებას,რომელიც თავდაპირველად შემოღებულ და გავრცელებულ იქნა ნიგერიაში მაცხოვრებელ – “ჰაუსას ხალხში”. (ავტორი გენია.ჯი)

ორი თითის ჟესტი “V” – (ეპიზოდი)

ყველასათვის ცნობილი ჟესტი,ორი თითის კომბინაცია,რომელიც ზემოთ არის აწეული და მოიხსენიებენ,როგორც “V”,ფართოდ გავრცელებულ იქნა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილისა და ამერიკის შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტის – რიჩარდ ნიქსონის მეშვეობით.

ლუი პიერ ალტიუსერი – “ეპიზოდი”

ლუი პიერ ალტიუსერი (1918-1990 წლები),გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი ფილოსოფოს-მარქსისტი,თეორიტიკოსი “სტრუქტურალისტური მარქსიზმის” და პროფესორი “პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლისა” (საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო ცენტრი).

ანაქსარქოსის რჩევა “ალექსანდრე მაკედონელს”

ანაქსარქოსი (ძვ.წ.აღ-ით 380-320 წლები),გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფოსი და დემოკრიტეს იდეების მიმდევარი,რომელიც წარმოშობით თრაკიიდან იყო.

რუდოლფ (რუდი) ემილ ჰერმან ბრანდტი – “ეპიზოდი”

რუდოლფ (რუდი) ემილ ჰერმან ბრანდტი (1909-1948 წლები),გახლდათ პირადი რეფერენტი,გერმანიის “მესამე რეიხის” რეიხსფიურერის და შინაგან საქმეთა მინისტრის – ჰაინრიხ ლუიტპოლდ ჰიმლერისა.

“ტვინი” – (ეპიზოდი)

“ტვინი” - გახლავთ ცენტრალური ნაწილი ნერვული სისტემისა ნებისმიერი ცოცხალი არსებისათვის და ერთ-ერთ უმთავრესს ფუნქციას ასრულებს ადამიანის აზროვნებისათვის.

ვიქტორ ორბანის “ჰობი”

ვიქტორ ორბანი დაიბადა 1963 წლის 31 მაისს უნგრეთის ქალაქ სეკეშხეფეშვარში.იგი გახლავთ გამოჩენილი უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი,რომელიც ამასთანავე გახლავთ ამ ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური პარტიის “ფადესის” თავჯდომარე.

ოსმალეთის იმპერია – “ეპიზოდი”

ოსმალეთის იმპერიის (1299-1922 წლები),სიძლიერე დიდწილად იყო დამოკიდებული ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე.ამ ქვეყნის ისტორიის უმთვარესი ნაწილი ბრძოლებში იქნა გალეული,როგორც საგარეო მტრებთან,ასევე საშინაო მტრებთანაც.