Monthly Archives: სექტემბერი 2013
პეტერ პაულ რუბენსი – “სიყვარულის ბაღი”
“სიყვარულის ბაღი” - წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის და ევროპული ბაროკოს ეპოქის ბრწყინვალე წარმომადგენლის - პიტერ პაულ რუბენსის (1577-1640 წლები),მიერ შესრულებულ ტილოს.
რუდოლფ ვირხოვი
რუდოლფ ვირხოვი - დაიბადა 1821 წლის 13 ოქტომბერს,პრუსიის ყოფილი პროვინციის ქალაქ შიფელბაინში (თანამედროვე პოლონეთის ქალაქი – სვიდვინი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მეცნიერი,ექიმი,პათოლოგოანატომი,ფიზიოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე,XIX საუკუნის მეორე ნახევრისა.
იცით თუ არა,რომ
1. პრველად “ქოლგა” ჩვ.წ.აღ-მდე IX საუკუნეში იქნა გამოგონებული და მის სამშობლოდ ეგვიპტესა და ჩინეთს მიიჩნევენ.
ჰანს იოსტის ბიოგრაფიიდან…
ჰანს იოსტი (1890-1978 წლები) – გახლდათ გერმანელი მწერალი,დრამატურგი და პოეტი,რომელიც 1935 წელს დანიშნულ იქნა “მესამე რეიხის” მწერალთა კავშირის ხელმძღვანელად,რომელსაც იგი 1945 წლამდე ხელმძღვანელობდა.მის ერთ-ერთ ცნობილ “ფრთიან ფრაზას” წარმოადგენდა სიტყვები: ”როდესაც კულტურის შესახებ სიტყვები მესმის,მე ვხსნი დამცავს საკუთარ ბრაუნინგს”.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს “მოგონებებიდან”
“ჭაბუკობის დროიდან დამჩემდა ჩვეულება,რომელსაც ვერ დავაღწიე თავი,მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
ენ ვეტემაას “რომანებიდან”
“…კაცმა თუ ჭერზე თავი ჩამოიკონწიალა, ხელი უნდა გაამტყუნო – თოკი რად გადმოჰკიდაო? თვალი დაადანაშაულო – ლურსმანს რად მიაგნო და ტანიც – თოკი რად დაჭიმაო?
რომენ როლანის რომანიდან – “ჟან-კრისტოფი”
“…სხვებთან ერთად ცხოვრებისათვის არა ვარ შექმნილი.არც ის ვიცი,თვით სიცოცხლისათვის თუ ვვარგივარ.მე იმისათვის ვარ შექმნილი,რომ ჩემს კუთხეში დავრჩე და მიყვარდეს ადამიანები – შორიდან,ასე უფრო გონივრულია.როდესაც მათ მეტისმეტად ახლოდან ვხედავ,მიზანთროპი ვხდები”. (ავტორი გენია.ჯი)
***
ანატოლ ფრანსის მოთხრობიდან – “კრენკებილი”
“როდესაც ადამიანი,რომელიც მოწმედ გამოდის,ხმლით არის შეიარაღებული,ხმალს უნდა მოუსმინონ და არა ადამიანს.ადამიანი უღირსად მისაჩნევია და შეიძლება შეცდეს.ხმალი პატივსაცემია და ყოველთვის მართალია”.
***
ონორე დე ბალზაკის მოთხრობიდან – “ათეისტის წირვა”
“ჩემო მეგობარო,თუ ღმერთი არა მწამს,კიდევ უფრო ნაკლებად მწამს ადამიანი”. (ავტორი გენია.ჯი)