Monthly Archives: სექტემბერი 2013
“კიროპედია”
“კიროპედია” - აღნიშნავს “კიროსის აღზრდას”.იგი წარმოადგენს ძველი ბერძენი მწერლის,ისტორიკოსისა და ანტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ქსენოფონტის (ძვ.წ.აღ-ით 427-355 წლები) მიერ დაწერილ ნაწარმოებს,სადაც აღწერილია სპარსეთის აქემენდიტთა დინასტიის მეფის – კიროს II “დიდის” (მეფობის დრო ძვ.წ.აღ-ით 559-530 წლები) ცხოვრება და ზოგადად,მისი მეფობის პერიოდი.
თემისტიოსი
თემისტიოსი - დაიბადა 317 წელს პაფლაგონიაში (მცირე აზიის ჩრდილოეთი,ერთ-ერთი ისტორიულ რეგიონი).იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული.
“იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებიდან ილიას შესახებ”…
“ერთ მშვენიერს და ქართველებისათვის დიდად სასიამოვნო დღეს,ილია ჩვეულებრივ ხალათში გამოეწყო,თავზე ფესი მოიგდო,ჩაიკეტა კაბინეტში და პირიდგან განუგდებელი პაპიროსით მიუჯდა მაგიდას.
კირიონ II -ს ნააზრევი…
“დედა-ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი,რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია,ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი…
“ილიას გამოსათხოვარი სიტყვა – იოსებ დავითაშვილზედ”
“იგი იყო კაცი,რომელსაც ცოტად თუ ბევრად გაწმენდილი ჰქონდა თვალნი გლეხთა გულის საიდუმლოთა მნახველად,ყურნი – გლეხთა გულისძგერის უცნაურთა ხმათა მსმენელად,ხელნი – გლეხთა მაჯისცემის შემტყობად და ენა – ყოველ ამის აღმომქმნელად და მთარგმნელად.
კიტა აბაშიძის ნააზრევი…
“ჩვენისთანა პატარა და ჩაგრული ერი… დღენიადაგ ისეთ პირობებშია,რომ სულ თავის დაცვაზე უნდა იფიქროს,უნდა ყოველი ღონე მოახმაროს მას,რომ თავისი “ვინაობა” შეინარჩუნოს, – ვიხმაროთ ეს მშვენიერი სიტყვა ჩვენი საეროვნო პოლიტიკის გამჭედლის,დიდებულის მოძღვრის ილიას სიტყვა,რომელიც ჩვენი ნაციონალური გათვითცნობიერების ისტორიის ფურცლებზედ მისი წმინდა სისხლით არის აღბეჭდილი.
“რომანიპე”
“რომანიპე” - გახლავთ უმთავრესი ტერმინი ბოშათა ფილოსოფიისა,რომელიც ითარგმნება,როგორც – “ბოშათა სული”,”ბოშათა კულტურა”.თავად დანიშნულება ტერმინისა,საკმაოდ ფართო გაგებისაა.
“ხანგრძლივი XIX საუკუნე”
“ხანგრძლივი XIX საუკუნე” - გახლავთ ისტორიული პერიოდი,რომელიც ბრიტანელი თეორიტიკოსის და ისტორიკოს-მარქსისტის – ერიკ ჯონ ერნესტ ჰობსჰაუმის (1917-2012 წლები) მიერ იქნა გამოყოფილი.
“ერისტიკა”
“ერისტიკა” - წარმოადგენს დავის,კამათის ან პოლემიკის ხელოვნებას (უნარს),რომელიც თავის დროზე შემუშავებულ იქნა სოფიზმის ფილოსოფოსთა მიმდევრების მიერ.