Monthly Archives: დეკემბერი 2013

ილია ჭავჭავაძე – “ლიბერალობის” შესახებ წერდა…

“ლიბერალობა განა მალვაა,ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა,ოინბაზობისა,თაღლითობისა,თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნამუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ,მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული,თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა.

სოკრატე ამბობდა…

“მეტისმეტი თავისუფლება როგორც ადამიანის,ისე სახელმწიფოსთვისაც,როგორც ჩანს,მეტისმეტ მონობად იქცევა.ტირანია რომელიმე სხვა წყობილებიდან კი არა,დემოკრატიიდან იღებს დასაბამს;

ძველრომაელ გენიოსთა ნააზრევი…

1. ყველაზე მეტად იმის უნდა გეშინოდეს,ვისაც სიკვდილის არ ეშინია. – “პუბლიუს სირიუსი”

გალაკტიონ ტაბიძე – “მესაფლავე”

მესაფლავე,შენ ამბობ,რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

იცით თუ არა,რომ

1. ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ ძველ რომში - გაიუს იულიუს კეისრის (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლებში) იმპერატორობის ხანაში,რომის სენატში ოფიციალურად განიხილებოდა იმპერატორის მიერ ნანახი ყოველი სიზმარი,რადგან სენატორები აღნიშნულ სიზმრებს განიხილავდნენ,როგორც ღმერთების გზავნილს მათი მისამართით.

ექვთიმე თაყაიშვილის მიმართვა “ქართველი ემიგრაციისადმი”

“იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა ად გამოცემისათვის.ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა.რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ,შვილებმა დაკარგეს…

ჰუ ძინტაო – “რვა სათნოება და რვა ნაკლი”

“რვა სათნოება და რვა ნაკლი” – (ჩინურ ენაზე გამოითქმის,როგორც – “ბა ჟუნ ბა ჩი”) წარმოადგენს ოფიციალურ სისტემას დაფუძნებულს რვა ადამიანური სათნოებისა და ნაკლის ღირებულებებზე.

დიმიტრი უზნაძე – “ქართველთა შეგონება”

„დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა, – ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.

მარგარეტ მანერლინ მიტჩელი

მარგარეტ მანერლინ მიტჩელი - დაიბადა 1900 წლის 8 ნოემბერს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში.იგი წარმოადგენდა დიდ ამერიკელ მწერალ ქალსა და ავტორს,ბესტსელერად ქცეული რომანისა – “ქარწაღებულნი”.

“სიბრძნის წუთი”

დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს ცნობის თანახმად,ნახევრადლეგენდალურ ძველბერძენ ფილოსოფოსს – ეზოპეს,ერთ დღეს ასეთი შეკითხვა დაუსვეს: