Daily Archives: თებერვალი 28, 2014
ნინო ქადაგიძე – “ცოლ-ქმარი”
„ერთი ცულის ტარზე ეძინათ და კიდეც ჰყოფნიდათ. საზიარო ჰქონდათ სიზმარი. ტკბილი იყო იმათი პური, ღვინო, მარილი. როგორი შუქიანი ქალი მოუყვანიაო – ლაპარაკობდნენ. შეხედავდი და შემოგანათებდა კბილებისა და კანის სითეთრე, პირბადრი იყო.ცოლ-ქმარს მშვიდად ედგა უღელი და მიდიოდნენ.
“ფსიქიატრიული საავადმყოფოების” ისტორიიდან…
“ფსიქიატრიული საავადმყოფო” – წარმოადგენს სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებას,სადაც რეაბილიტაციისათვის განთავსებული არიან ფსიქოლოგიური გადახრების მქონე გაუბედურებული ადამიანები.ერთი ვერსიის მიხედვით,პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნილ იქნა 1326 წელს,.პოლონეთის ქალაქ ელბონგში.
სუელო – (ფულისაგან თავისუფალი ადამიანი)
სუელო – რომლის ნამდვილი სახელი და გვარი გახლავთ – დენიელ ჯეიმს შელაბარგერი,დაიბადა 1961 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ არვადაში (კოლორადოს შტატი).იგი წარმოადგენს “მარტივი ცხოვრების” იდეოლოგიის მიმდევარს (ადამიანის არჩევანი,რომლის მიხედვითაც იგი უარს აცხადებს ისარგებლოს იმ კეთილდღეობითა და სარგებლით,რაც დაკავშირებულია ცივილიზაციასთან.