Daily Archives: თებერვალი 26, 2014

“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „ბედნიერებააა ისეთი ადამიანების გვერდით ცხოვრება, რომელთათვისაც ყველაზე მთავარი – შენი არსებობაა!”

ჩინგიზ-ყაენი – “დიდი კანონი”

იმისთვის,რომ იმპერია ეფექტურად ემართა,ჩაეწერა კანონები და უზარმაზარი ქვეყნის ყველა კუთხეში აემოქმედებინა,მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა,დამპყრობელმა და მონღოლთა იმპერიის სულიჩამდგმელმა - ჩინგიზ-ყაენმა (1155-1227 წლები) მონღოლური დამწერლობის სისტემის შექმნა ბრძანა.

„წმინდა მამათა შეგონებანი”

1. „ნეტავ ადამიანმა ისე დააფასოს ღმერთი, რა პატივშიც იმყოფება იგი ღმერთისაგან”. – წმინდა ტიხონ ზადონელი

იცით თუ არა,რომ

1. სტალინს,განსაკუთრებით ორი ნაწარმოები ხიბლავდა: ნიკოლო მაკიაველის – “მმართველი” და გენიალური ფრანგი მწერლის – ალექსანდრე დიუმას რომანი – “გრაფი მონტე კრისტო”.როგორც ცნობილია,სტალინი იმ წიგნების ფურცლებზე,რომელთაც წაიკითხავდა,გარკვეული სახის შენიშვნებს აკეთებდა.”გრაფი მონტე კრისტოს” ბოლო გვერდზე,მას შემდეგი სახის შენიშვნა ჰქონდა გაკეთებული: “დიდებული ნაწარმოებია,თუმცა,დანტესს მეტი სისასტიკე მართებდა”.

რაბინდრანათ თაგორის განცხადება “ნობელის პრემიის” მინიჭების შემდეგ…

“ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდა იყო.ამ ღონისძიებით გამოწვეულმა საზოგადოებრივი ვნებათაღელვის ქარიშხალმა შემაძრწუნა და ლამის წამლეკა.ეს ისეთივე ცუდი რამაა,როგორც ძაღლისათვის კუდზე კონსერვის ქილის მიბმა,

ფრაზეოლოგია “ათეიზმის” შესახებ…

1. “ათეისტი გახლავთ ის უბედური ბავშვი,რომელიც ამაოდ ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში,რომ თითქოს “მამა” არა ჰყავს”. – ბენჯამინ ფრანკლინი

ჰენრი I “ბოკლერკის” შესახებ…

“გაუნათლებელი მეფე არაფრით არის რაიმეთი უკეთესი კორონიზირებულ ვირზე”, – ამ სიტყვებს ხშირად უმეორებდა ინგლისის პირველი ნორმანი მეფე – უილიამ I დამპყრობელი თავის შვილებს.სწორედ ამიტომ იყო,რომ მისი ვაჟები ერთობ მოწადინებული გახლდნენ მიეღოთ უმაღლესი განათლება.

ჯეინ ოსტინი – “ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი მწერალი ქალი,რომანისტი და ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – ჯეინ ოსტინი (1775-1817 წლები),არასოდეს გახლდათ დაქორწინებული და შესაბამისად არ ჰყოლია შვილებიც.სწორედ ამიტომ,იგი მთელ თავის დედობრივ სითბოსა და სიყვარულს,საკუთარ მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მის მიერ დაწერილ მცირე რაოდენობის ნაწარმოებებში ხარჯავდა.

რამდენიმე ფაქტი – ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერის ბიოგრაფიიდან…

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში,იურისტის ოჯახში დაბადებულ,გაერთიანებული სამეფოს რიგით 73-ე პრემიერ-მინისტრს 1997-2007 წლებში - ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერს,რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და მოკავშირე გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯორჯ უოლკერ ბუშის მიერ წარმოებული პოლიტიკისა (მათ შორის ერაყში),კრიტიკოსები – “ბუშის პუდელს” უწოდებდნენ.

უილიამ ბლეიკის მოსაზრებები…

1. „ყოველთვის იყავი მზად, საკუთარი აზრი გამოთქვა და გჯეროდეს, რომ ნაძირლები ახლოსაც არ გაგეკარებიან”.