Daily Archives: სექტემბერი 16, 2014

იცით თუ არა,რომ

1. “მთარგმნელები” – მსოფლიოში დადგენილი წესის თანახმად,თავიანთ პროფესიულ დღეს ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავენ.ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1991 წლიდან იღებს.რატომ 30 სექტემბერი? იმიტომ,რომ სწორედ ამ დღეს აღესრულა “ბიბლიის” ლათინურ ენაზე მთარგმნელი რომაელი წმინდანი – იორენიმე,რომელიც თავის მხრივ “მთარგმნელების” მფარველად არის მიჩნეული.

ჩარლზ რობერტ დარვინის სიცოცხლის “უკანასკნელი წუთები”

მსოფლიო ბუნებისმეტყველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინგლისელი ბუნებისმეტყველი,მოგზაური და ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითრების შესახებ შექმნილი მოძღვრების ავტორი – ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები) ამბობდა: “მეცნიერებას არაფერი ესაქმება ქრისტესთან,უბრალოდ,მეცნიერული კვლევა ასეთ ჩვევას გიმუშავებს,მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენ,ვიდრე დამამტკიცებელ საბუთს აღიარებდე.მე,პირადად არ მჯერა გამოცხადების”.

კარდინალი რეჯინალდ პოული – ნიკოლო მაკიაველის შესახებ…

კარდინალი რეჯინალდ პოული (1500-1558 წლები) – წარმოადგენდა ინგლისელ კარდინალს,კანტერბერიის უკანასკნელ კათოლიკე არქიეპისკოპოსსა და ინგლისის სამეფო დინასტიის პლანტაგენების ერთ-ერთ შთამომავალს.მას,იმ პერიოდის უამრავი სასულიერო პირების მსგავსად,დიდი იტალიელი (ფლორენციელი) სახელმწიფო მოღვაწე,მოაზროვნე,ფილოსოფოსი და მწერალი – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი “ათეისტად” და “ეშმაკის ნაშიერად” მიაჩნდა.

ალექსანდრე მაკედონელი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც მსოფლიოს ელვის უსწრაფესად მოედო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის - ალექსანდრე მაკედონელის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი,ათენში,სადაც მაკედონელს და ზოგადად მაკედონიას უამრავი ძველი მტრები ჰყავდა,აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აღფრთოვანება და სიხარული გამოიწვია.

ვახუშტი კოტეტიშვილი – “საწუთრო შემომეძენძა”

საწუთრო შემომეძენძა

როგორც მათხოვრის ხალათი,

“დამაკვირდი”

1. “ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური არ მეუცხოვება”. – ტერენციუსი