Daily Archives: იანვარი 9, 2015
El Ateneo Grand Splendid – (მსოფლიოს ულამაზესი წიგნის მაღაზია)
El Ateneo Grand Splendid – წარმოადგენს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის სანტა-ფეს ქუჩაზე განთავსებულ უნიკალური არქიტექტურის მქონე წიგნების მაღაზიას,რომელიც პოპულარული ინგლისური გაზეთის The Guardian-ის მონაცემების თანახმად,მსოფლიოს ულამაზეს წიგნის მაღაზიად არის აღიარებული.
იოკო ონო – “ეპიზოდი”
ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის – ჯონ უინსტონ ონო ლენონის ხელოვანი მეუღლე – იოკო ონო,ძალიან უარყოფითად გახლავთ განწყობილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მიმართ.მის განსაკუთრებულ აღშფოთებას კი ეკლესიის მიერ ასეთი ადამიანებისადმი ჯვრისწერის ნებართვის გაცემა იწვევს.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: 1625 წელს ერთ-ერთმა მეტად გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ,ახალგაზრდა ფრანგ ჭაბუკს ჭადრაკის თამაში შესთავაზა.მიუხედავად იმისა,რომ ჭადრაკის ფიგურები თეთრი და შავი ფერის იყო,ამ ორთაბრძოლას მაინც წითლებისა და ლურჯების ორთაბრძოლა უწოდეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული საჭადრაკო პარტია გადადებულ იქნა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღიარა გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ თავისი მარცხი.დაასახელეთ ვის შორის წარიმართა აღნიშნული საჭადრაკო დაპირისპირება და რა ჩინი მიიღო დამარცხებული მაღალჩინოსნისაგან გამარჯვებულმა საჩუქრად?
იცით თუ არა,რომ
1. ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ფრანგულ კუნძულ კორსიკაზე,სადაც ნაპოლეონ I მოევლინა ქვეყნიერებას და სადაც დამკვიდებული გახლდათ სისხლის აღების ტრადიცია,სპეციალურად ვენდეტისათვის ამზადებდნენ ბასრ დანებს,წარწერით: “დაე,ყოველი შენი ჭრილობა სასიკვდილო იყოს.