Monthly Archives: თებერვალი 2015
“სატურნალია” – (ეპიზოდი)
ძველი რომაელები,მინდვრის სამუშაოების დასრულების შემდეგ,ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ღმერთის – სატურნისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს,სახელწოდებით - “სატურნალიას” აწყობდნენ.
გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”
კოლოსეუმის არენის ტრიბუნებზე მჯდომი რომის ლეგენდად ქცეული სახელმწიფო მოღვაწე და დიქტატორი - გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები),გლადიატორებს შორის გამართული სასტიკი ბრძოლის მიმდინარეობისას,ხშირად,სხვადასხვა სახის წერილებს წერდა.
ართურ უესლი ველინგტონი – “ეპიზოდი”
გაერთიანებულის სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მთავარსარდალი – ართურ უესლი ველინგტონი (1769-1852 წლები),რომელმაც ვატერლოოსთან გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა ნაპოლეონ ბონაპარტის ფრანგული არმია,სანამ პრემიერ-მინისტრად იქნებოდა არჩეული,ავსტრიის დედაქალაქ ვენას ეწვია.
იცით თუ არა,რომ
1. გერმანელი ფაშისტების მიერ დაარსებული “ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკის” საცხოვრებელი ბარაკის კედელზე,ერთ-ერთმა სიცოცხლე განაწამებმა პატიმარმა,შემდეგი სახის წარწერა დატოვა: “თუკი ღმერთი მართლაც არსებობს,მაშინ მან აუცილებლად უნდა ილოცოს იმისათვის,რათა – შევუნდო!”
დავიდ ბენ-გურიონი – “ეპიზოდი”
თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ლეგენდად ქცეულმა ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ქვეყნის პირველმა პრემიერ-მინისტრმა – დავიდ ბენ-გურიონმა (1886-1973 წლები),ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში დაბადებული თავისი მომავალი მეუღლე – პაულა მანბოსი,აშშ-ი ყოფნის პერიოდში გაიცნო.
ისრაელის სახელმწიფო – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ისრაელის სახელმწიფომ დამოუკიდებლობა მოიპოვა (1948 წლის 14 მაისი),ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.შესაძლოა ითქვას,რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში ისრაელი ძალიან მოკრძალებულად და ღარიბულადაც კი ცხოვრობდა.
პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “მკა”
“მკა” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,გრავიორისა და პეიზაჟური და ჟანრული სცენების დიდოსტატის – პიტერ ბრეიგელი “უფროსის” (დაახლოებით 1525-1569 წლები) მიერ 1565 წელს დახატულ შედევრ-ტილოს,სურათების ციკლიდან – “წელიწადის დროები”.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული სავაჭრო ბრენდის სახელწოდების წარმომავლობის შესახებ გავრცელებულია ვერსია,რომლის თანახმადაც, 1819 წელს,სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქვეყანა – კოლუმბიას,დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით ეწვია შვეიცარიის ელჩი.
პაპარაცი
პაპარაცი (იტალიური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – “აბეზარ კოღოს” აღნიშნავს) – წარმოადგენს ფოტორეპორტიორს,რომელიც გადასაღებ ობიექტთან შეუთანხმებლად იღებს ცნობილი ადამიანების,მათ შორის შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების,პოლიტიკოსების და სხვა,საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს.
ელისაბედ II უინძორი – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფლისა და სახელმწიფოს მეთაურის – ელისაბედ II უინძორის პორტრეტი,ისტორიის სხვადასხვა ეტაპების განმავლობაში,სულ – 33 ქვეყნის ფულად ბანკნოტებზე და მონეტებზე იქნა დატანილი.