Daily Archives: თებერვალი 13, 2015

შარლ ჯულიუს გიტო – “ეპიზოდი”

1881 წლის 2 ივლისს რევოლვერი “ბულდოგიდან” გასროლით,ილინოისის შტატის ქალაქ ფრიპორტში დაბადებულმა ამერიკელმა მწერალმა და ადვოკატმა – შარლ ჯულიუს გიტომ (1841-1882 წლები) სასიკვდილოდ დაჭრა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-20 პრეზიდენტი – ჯეიმზ აბრამ გარფილდი,რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად იმავე წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა.

“შიში” – უძველესი მოქმედი საშუალო სკოლა

“შიში” (ჩინური ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “ქვის სახლს”) – წარმოადგენს არა მარტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედ უძველეს საშუალო სკოლას,არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი იგი ყველაზე ძველ მოქმედ სკოლად არის მიჩნეული.

ალექსანდრე ხახანაშვილი წერდა…

“ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე კანონიერი მისწრაფება ადამიანისა არის მისწრაფება ბედნიერებისაკენ.მაგრამ ბედნიერების პოვნა არც ისე ადვილია.მთავარი და არსებითი ელემენტი ბედნიერებისა მდგომარეობს იმაში,რომ იპოვო საქმე,შენი სულის შესაფერისი…

ლუიჯი პირანდელოს ნოველიდან – “მზე და ჩრდილი”

“არავის არა აქვს მოპარვის უფლება,ვიცი,მაგრამ თუ ვალდებულებები გაქვს ოთხი ბავშვის წინაშე,რომელნიც ტირიან,შიათ,პურიც კი არ გააჩნიათ,შენ კი ფული ხელში გიჭირავს და ითვლი.საზოგადოება უფლებას არ გაძლევს,მაგრამ ვალდებული ხარ,ასეთ შემთხვევაში მოიპარო.

“დამაკვირდი”

1. “ადამიანი კუნძული როდია მარტოდ გარიყული,იგი მიწისა და ცის ნაწილია.ზღვამ რომ ერთი ბელტი წალეკოს,ქვეყანას ისიც დააკლდება; იგი შენც დაგაკლდება.ამიტომ ნურასოდეს იკითხავ,ვის უხმობს ზარი?! იგი გიხმობს შენ” – ერნესტ მილერ ჰემინგუეი

სტუდენტები – “ეპიზოდი”

შუა საუკუნეების ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში,სტუდენტების მიმართ გარკვეული მკაცრი წესები მოქმედებდა.მათ არ შეეძლოთ ეტარებინათ დანა,ხმალი და სხვა სახეობის იარაღი.გარდა ამისა ეკრძალებოდათ 21;00 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლაც კი…

სკვითების უცნაური გზავნილი დარიოს I-ს…

 ”ისტორიის მამად” წოდებული გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტე ჰალიკარნასელის (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები) გადმოცემის თანახმად,სპარსეთის მეფემ დარიოს I-მა სკვითების ელჩისაგან შემდეგი სახის მეტად უცნაური გზავნილი მიიღო (იმ პერიოდისათვის სკვითებმა წერა არ იცოდნენ): ქათამი,ბაყაყი,თაგვი და რამდენიმე ისარი.

ინდუსები – “ეპიზოდი”

როდესაც ინდოეთში მაცხოვრებელ ინდუსს ეკითხებიან,თუ რატომ მიირთმევენ ისინი ამა თუ იმ კერძს ხელებით და არა ჩანგლისა და კოვზების საშუალებით,ისინი პასუხობენ: “ასე უფრო გემრიელიაო”, – და ამაში არის კიდეც თავისი წილი ჭეშმარიტება.