Daily Archives: თებერვალი 21, 2015

გენიალური “მედიკოსები” ამბობდნენ…

1. “აუცილებელია,ექიმმა შეინარჩუნოს სუფთა ხელები,სინდისი კი – უმანკო”. – ჰიპოკრატე (“მედიცინის მამად” წოდებული გენიალური ძველბერძენი ექიმი)

ფრედერიკა ეველინ სტიუელ კუკი – (ყველაზე დიდი ანდერძის ავტორი)

როგორც წესი,ადამიანთა უმეტესობა გარდაცვალების წინ ცალმხრივად ადგენს თავის გადაწყვეტილებას – “ანდერძს”,რომლის თანახმადაც განისაზღვრება,მისი აღსასრულის შემთხვევაში პირადი ქონების ამა თუ იმ მემკვიდრეზე გადაცემის საკითხი.

იოზეფ კრამერის (ბელზენერი მხეცის) შესახებ…

იოზეფ კრამერი (1906-1945 წლები) – წარმოადგენდა განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ გერმანელ კომენდადტს ჩრდილოეთ-საქსონიის ტერიტორიაზე მდებარე ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკისა – “ბერგენ-ბელზენი”,სადაც მიუხედავად იმისა,რომ არ ფუნქციონირებდა გაზის კამერები,ოფიციალური მონაცემების თანახმად სიცოცხლეს გამასალმეს 70 000 ადამიანი.

უილიამ შექსპირი – “სონეტი XLII”

ის რომ შენია,ახლა ამას სულაც არ ვნაღვლობ,

შენ რომ მისი ხარ,ამით მინგრევს გული საგულეს,

“პროსტიტუცია” ძველი რომის იმპერიაში – “ეპიზოდი”

რესპუბლიკური მმართველობის დასრულების შემდგომ,რომაული სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად ჩამოყალიბდა.მას კოლონიები გააჩნდა არა მარტო ევროპის კონტინენტზე,არამედ აფრიკისა და აზიის კონტინენტებზეც.

პაულ იოზეფ გებელსი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გერმანელმა პოლიტიკურმა ფიგურამ მესამე რაიხში,სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრმა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თანაავტორმა - პაულ იოზეფ გებელსმა,საკუთარ მეუღლესთან – მაგდა გებელსთან ერთად ჯერ საკუთარი ექვსი შვილი გამოასალმა სიცოცხლეს,ხოლო შემდგომ თავადაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.

ნაპლეონ I ბონაპარტის მიმართვა ფრანგ ჯარისკაცებს…

1805 წლის 2 დეკემბერს გენიალური ფრანგი მხედართმთავრის - ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) არმიამ ჩეხეთში მდებარე ისტორიულ რეგიონში – მორავიაში,”აუსტერლიცის ბრძოლის” სახელით ცნობილ სისხლისმღვრელ ბრძოლაში უმძიმესი მარცხი აწვნია რუსეთის იმპერიისა და ავსტრიის კოალიციურ ჯარებს.

ჯორჯ ფროსტ კენანი – “ნიურნბერგის სასამართლო პროცესის” შესახებ წერდა…

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი დიპლომატი (აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში),პოლიტოლოგი და ისტორიკოსი – ჯორჯ ფროსტ კენანი (1904-2005 წლები),რომელსაც “ცივი ომის” პერიოდში – “შეკავების პოლიტიკის იდეური მამა” უწოდეს,ისევე,როგორც სხვა საღად მოაზროვნე ადამიანების არმია,გაოგნებული და აღშფოთებული გახლდათ იმით,რაც საყოველთაოდ ცნობილი “ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე” მოისმინა და ნახა.

“ლონგინუსის შუბი”

“ლონგინუსის შუბი” – წარმოადგენს ქრისტიანული რელიგიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტეფაქტს (შუბს),რომლითაც ახალი აღთქმისა და იოანეს სახარების მიხედვით ჯვარზე გაკრულ და უკვე აღსრულებულ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს რომაელმა ცენტურიონმა გაიუს კასისუს ლონგინუსმა ფერდში (მეოთხე და მეხუთე ნეკნს შუა) მიაყენა ჭრილობა.