Daily Archives: ივლისი 16, 2015
ისააკ დოიჩერის წიგნიდან – “სტალინი”
1. სტალინის ადრეული ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში ყვავილი შეეყარა,რაც სამუდამოდ აღებეჭდა სახეზე.ბავშვი მეორედ გახდა ავად,როდესაც მარცხენა ხელი გაიჭრა და ჭრილობიდან სისხლში ინფექცია შეეჭრა.მოგვიანებით ის იხსენებდა,რომ მაშინ ძლივს გადაურჩა სიკვდილს.გამოჯანმრთელებული ბიჭი თავისუფლად ვეღარ ხრიდა ხელს იდაყვში.ამ უმნიშვნელო ნაკლის გამო მომავალი გენერალისიმუსი 1916 წელს სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
ნოგი მარასუკე – “ეპიზოდი”
ნოგი მარასუკე (1849-1912 წლები) – წარმოადგენდა იაპონის იმპერიის არმიის იმ გენერალსა და ტაივანის რიგით მესამე გენერალ-გუბერნატორს,რომელიც სათავეში უდგა პორტ-არტურის მოალყე იაპონურ მესამე არმიას.
ჰარი ტრუმენი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტმა და იაპონური ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური იარაღით დაბომბვის ინიციატორმა - ჰარი ტრუმენმა (1884-1972 წლები),პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი პერსონის მესამედ წარდგენაზე უარი განაცხადა (თუმცა ამას აშშ-ის კონსტიტუცია არ უკრძალავდა).
როგორ დაკარგა პერუს რესპუბლიკამ ერთ დღეში ქვეყნის ორი ხელმძღვანელი?!
1868 წლის 2 აგვისტოს სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნწაილში,წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა პერუელმა სამხედრო და პოლიტიკურმა მოღვაწემ – ხოსე ბალტამ (1814-1872 წლები).იმ დროისათვის ქვეყნის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პეტრონიუს არბიტერი – “ეპიზოდი”
პეტრონიუს არბიტერი (დაახლოებით 14-66 წლები) – წარმოადგენდა ძველ რომაელ მწერალსა და სენატორს,რომლის სახელთანაც ასოცირდება იმ პერიოდისავის ერთობ პოპულარული ნაწარმოების – “სატირიკონი”-ს დაწერა (აღნიშნულმა ავანტიურულ-სატირული სიუჟეტის შემცველმა რომანმა დღევანდელ დღემდე ფრაგმენტების სახით მოაღწია).