Daily Archives: აგვისტო 23, 2015
ჟან-პოლ მარატის შესახებ…
“ჯერ კიდევ სულ რაღაც ერთი წლის წინ,ხუთასი ან ექვსასი ადამიანის მოკვეთილი თავი თქვენ თავისუფალსა და ბედნიერს გაგხდიდათ.დღეს კი იძულებული ვართ ამისათვის რამდენიმე ათას ადამიანს მოვკვეთოთ თავი”. – ამ სიტყვების ავტორი გახლდათ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი (იაკობინელთა ლიდერი),ექიმი,რადიკალი ჟურნალისტი,”ხალხის მეგობრად” წოდებული - ჟან-პოლ მარატი (1743-1793 წლები).
გოეთესა და ეკერმანის დიალოგი…
გოეთე: “დემონურობა იგია,რაც ჭკუისა და გონების ძალით მიუწვდომელია.დემონურობა მე თავათ არა მაქვს ბუნებაში,მაგრამ მე მაინც შეპყრობილი ვარ მისგან”.
იცით თუ არა,რომ
1. პრუსიის მეფე – ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები) ცინიკურად ოხუნჯობდა: “ევროპას სამი უდიდესი მეძავი განაგებსო” (იგი “სამ უდიდეს მეძავში” გულისხმობდა რუსეთის დედოფალს – ელისაბედს,ავსტრიის დედოფალს – მარია ტერეზასა და საფრანგეთის მეფის ლუი XV-ეს ცნობილ სამეფო საყვარელს – მადამ დე პომპადურს).
უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას საბჭოთა კავშირს დახმარების სახით ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ “სტუდებეკერის” ფირმის სატვირთო ავტომობილები გაუგზავნა.
ზღვის ბერმონაზონი
ზღვის ბერმონაზონი – წარმოადგენს მითიურ ურჩხულს,რომელიც სხვადასხვა გადმოცემების თანახმად ბინადრობდა ჩრდილოეთის ზღვებში.