Daily Archives: ოქტომბერი 16, 2015

ჩან კაიში – “პიროვნების ჩამოყალიბების ექვსი პრინციპი”

1. “მოზარდი გარემოს უნდა შეეთვისოს,ამასთან გარემოებას კი არ უნდა მისცეს მისი გამოყენების საშუალება,არამედ თავად უნდა გამოიყენოს იგი”.

“დამაკვირდი”

1. “ადამს – შეუძლია,არ სცოდავდეს; ქრისტეს – არ შეუძლია,სცოდავდეს; ჩვენ – არ შეგვიძლია,არ ვცოდავდეთ”. – ნეტარი ავგუსტინე

გუსტავ კლიმტი – “ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე ავსტრიელ ძმებს,გვარად ბლოხებს  - ფერდინანდსა და გუსტავს ორი მშვენიერი დის – ადელისა და მარია ბაუერების სიყვარული ჩაუვარდათ გულში.თავის მხრივ,მათი სატრფოები ვენის საბანკო კავშირის გენერალური დირექტორისა და საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე – მორიც ბაუერის ქალიშვილები გახლდნენ.

ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”

გენიალურმა ამერიკელმა მწერალმა – ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ (1899-1961 წლები),თავისი მშფოთვარე ცხოვრების განმავლობაში უამრავი სულიერი და ფიზიკური ტრამვა გადაიტანა,რის გამოც არაერთხელ მოხვედრილა საავადმყოფოებში.

როგორ იძია შური აგათა კრისტიმ თავის ყოფილ მეუღლეზე?!

დიდი ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი ქალი  - დეიმ აგათა მერი კლარისა მილერი (1890-1976 წლები),იგივე  - აგათა კრისტი,რამდენიმე წლის მანძილზე იყო შეყვარებული ბრიტანეთის არმიის ლეიტენანტსა (შემდგომ პოლკოვნიკი) და ბიზნესმენზე – არჩიბალდ კრისტიზე (1889-1962 წლები).

ვიქტორ ბიაკა-ბოდა – “ეპიზოდი”

ვიქტორ ბიაკა-ბოდა (1913-1950 წლები) – წარმოადგენდა სპილოს ძვლის ნაპირელ (თანამედროვე – კოტ-დ’იუვარი) იმ ერთადერთ პოლიტიკოსს,იურისტსა და ექიმს ისტორიაში,რომელიც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,თავისივე ამომრჩევლების მიერ იქნა მოკლული და შეჭმული.