Daily Archives: ოქტომბერი 15, 2015

მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ თურქი ხალხის დამოძღვრა…

“დახმარებისათვის მიცვალებულების მოშველიება ცივილიზებული საზოგადოებისთვის სამარცხვინოა.ვერაფრით შევეგუები იმას,რომ დღეს,მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ეპოქაში,თურქულ საზოგადოებაში ისეთი პრიმიტიული ადამიანები არსებობდნენ,რომლებიც მატერიალური თუ სულიერი ბედნიერების მიღწევას ამა თუ იმ შეიხის შეგონებებით ცდილობენ.

ფრანსისკო ფრანკოს დამოკიდებულება მასონებისადმი…

ესპანეთის დიქტატორი და გენერალსიმუსი – ფრანსისკო ფრანკო (1892-1975 წლები),მასონების მიმართ,მამამისისაგან – ნიკოლას ფრანკო ი სალგადოსაგან განსხვავებით განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა.მასონთა საიდუმლო ლოჟის წევრი ერთი პერიოდის განმავლობაში გახლდათ ფრანსისკოს ძმა – რამონი.

“კორიუკოვკას საზარელი ტრაგედია”

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,კერძოდ – 1943 წლის 27 თებერვალს,უკრაინელი პარტიზანები თავს დაესხნენ უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე ჩერნიგოვის ოლქში განთავსებულ დიდ სოფელ – კორიუკოვკას.აღნიშნული თავდასხმის მიზანს წარმოადგენდა სოფელში განთავსებული ციხიდან გერმანელი ფაშისტების მიერ ტყვედ აყვანილი ადგილობრივი პარტიზანული რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ცოლ-შვილისა და რაიონული პარტიზანული აქტივისტების ახლობელთა განთავისუფლება.

იცით თუ არა,რომ

1. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქალაქ ეფესოს ერთ-ერთმა რიგითმა მაცხოვრებელმა – ჰეროსტრატემ,საკუთარი სახელის “უკვდავსამყოფად”, ძვ.წ.აღ-ით 356 წლის 21 ივლისის გამთენიისას გადაწვა არტემიდას უნიკალური ტაძარი.სწორედ იმ პერიოდებში დაისვა კითხვა,თუ რატომ არ მივიდა ძველ ბერძენთა მითოლოგიური ქალღმერთი მისივე სახელზე აგებული ბრწყინვალე ტაძრის გადასარჩენად.აღნიშნულ შეკითხვას,ერთი ძველბერძნული ლეგენდა მეტად მარტივად სცემს პასუხს:

წმინდა მამათა შეგონებანი

1. “არაფერი ისე არ გვყოფს თანამზრახველად ამა სოფლისა და მათი,ვინც ლოთობასა და მრუშობას არიან მიცემულნი და არაფერი ისე არ განგაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას,როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი”. – ღირსი ისააკ ასური

ტაკაჰე

ტაკაჰე – წარმოადგენს ლაინასებრთა ოჯახის იმ უიშვიათეს არამფრენ ფრინველს,რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ზოოლოგები ამომწყდარი ფრნინველების რიგს მიაკუთვნებდნენ.მათი გავრცელების ერთადერთი არეალია წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში განთვსებული კუნძულოვანი ქვეყანა – ახალი ზელანდია.