Daily Archives: დეკემბერი 27, 2015
ვლადიმერ ლენინი – “ეპიზოდი”
მიუხედავად იმისა,რომ საბჭოთა კომუნისტური პარტიის დამაარსებლისა და დიდი ოქტომბრის რევოლუციის ბელადის – ვლადიმერ ლენინის (1870-1924 წლები) სახელობის 400 000-მდე ორდენი და მედალი იქნა გაცემული საბჭოთა მოქალაქეებზე,თავად ლენინს თავის სიცოცხლეში არც ერთი საბჭოური და უცხოური ჯილდო არ ღირსებია,თუ მხედველობაში არ მივიღებთ ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის მიერ მასზედ მინიჭებულ ერთადერთ – შრომის ორდენს.
არისტოკრატების სიკვდილით დასჯის მეთოდები ძველ რომში…
ძველ რომში,უბრალო სიკვდილმისჯილი რომაელი მოქალაქეებისაგან განსხვავებით,სიკვდილმისჯილ არისტოკრატებს განსაკუთრებული მეთოდით ასალმებდნენ სიცოცხლეს.მათ ან საიდუმლო ვითარებაში გუდავდნენ თოკით,რომელსაც – laqueus-ი ეწოდებოდა,ან კიდევ მოწმის თანდასწრებით თვითმკვლელობის ჩადენას აიძულებდნენ.
რეი ბრედბერი წერდა…
დიდმა ამერიკელმა მწერალმა - რეიმონდ დუგლას (რეი) ბრედბერმა (1920-2012 წლები),თავის უსაყვარლეს მეუღლეზე – მარგარეტ მაკლიურზე 1947 წელს იქორწინა და მასთან თანაცხოვრებაში ოთხი გოგონა შეეძინა.
ამონარიდები ნათანიელ ჰოთორნის მოთხრობებიდან…
“ყოველთვის ღრმა მწუხარება მიპყრობს იმის დანახვაზე,თუ რამხელა სისულელეებამდე დადის ზოგიერთი ფრიად გონიერი ადამიანი,როდესაც საცოლის ამორჩევას იწყებს.ისინი დიდ პრობლემებს უქმნიან საკუთარ თავს გარეგნობის,ხასიათის,ჩვეულებებისა და სხვა წვრილმანების ყოვლად უმნიშვნელო თავისებურებებისადმი გადაჭარბებული ყურადღების მიქცევით.