Daily Archives: თებერვალი 13, 2017
დილის კარგი განწყობისთვის…
“გათენდა პეტრე-პავლობის დილა,გწყალობდეთ,ჩემო ბატონო მთავარ მოციქულთა მადლი!.. ღამის ბინდ-ბუნდი ჯერ კიდევ სრულიად არ ახდოდა დედამიწას.გამოველ სახლიდან,შევჯექ ცხენზე და გავწიე სოფელ ნაზვრევისკენ.ამ სოფელში ცოტაოდენი საქმე მქონდა,მაგრამ ისე ეს საქმე არ იზიდავდა ჩემს ყურადღებას,როგორც სურვილი იმ მხარის ნახვისა.წინააღმდეგ ქართული ანდაზისა,განვიზრახე ერთი სროლით ორი კურდღლის მოკვლა.