Daily Archives: თებერვალი 12, 2017
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ადამიანი სიხარბედ გარდაიქცა და ეს სიხარბე მგლად მოევლინა ქვეყნიერებას”. - ნიკო ლომოური (წუთისოფელი)
ამონარიდი ნიკო ლომოურის მოთხრობიდან – “წუთისოფელი”
“დაიკლა ორას სულამდე წვრილი და მსხვილი საქონელი.მარტო თევზეულობა სამოცი თუმნისა იქმნა ბაზრიდან მოტანილი.დაინთქა და დაილია ას კოკამდე ღვინო.დიდის ამბით და ყოფით გამოასვენეს გარდაცვალებული და უთვალავი ხალხის თანდასწრებით შეასვენეს იგი ბაგრატ დიდის დროს აშენებულ,დროთა ბრუნვისაგან დაძაბუნებულ,დიდებულ ტაძარში,
ამონარიდი აქვსენტი ცაგარელის პიესიდან – “ჭკუისა მჭირს!”
“ქვეყანა? ხალხი? ნათესაობა? მეგობრები?!. ოჰ,რა მწარე დაცინვაა ამ სიტყვების ხმარება ამ უბედურს ქვეყანაში!.. განა,თვალებახვეული უფსკრულისკენ რომ მიდიოდე,შეგაყენებს ვინმე?! შენის ხელითვე შენთვის საწამლავს იმზადებდე გაუგებრად,განა ხელს შეგიშლის ვინმე?!
ჰასია რასა – “ეპიზოდი”
ადრეული ეპოქის სანსკრიტულ ლიტერატურაში ფართოდ იყო გავრცელებული ტრადიციული სანსკრიტული კომედიური ჟანრი,რომელსაც – “ჰასია რასა”-ს უწოდებდნენ (“ჰასია” – სანსკრიტული ენიდან თარგმანით – “სიცილს” აღნიშნავს).
რა ამაზრზენ ქმედებაში სდებდნენ ბრალს მოლიერს?
1662 წლის 23 იანვარს პარიზში განთავსებულ სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუას გოტიკურ ტაძარში, 40 წლის ასაკში მყოფმა გენიალურმა ფრანგმა დრამატურგმა – ჟან-ბატისტ პოლკენმა (1622-1673 წლები),იგივე – მოლიერმა,მასზე 20 წლით უმცროს მსახიობ ქალზე – არმანდა ბეჟარზე დაიწერა ჯვარი.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,გენიალური მუსიკალური ქმნილება – “მთვარის სონატა” – სმენადაქვეითებულმა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა თავის მოსწავლესა და შეყვარებულ ქალს – ჯულიეტა გვიჩარდის მიუძღვნა.ცნობილია ისიც,რომ გვიჩარდიმ ბეთჰოვენს სხვა მამაკაცი,კერძოდ – რობერტ ჰალენბერგი არჩია.
რეი დაგლას ბრედბერი – “ეპიზოდი”
უნიკალური მეხსიერების მქონე დიდი ამერიკელი მწერალი – რეი დაგლას ბრედბერი (1920-2012 წლები),თავისი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მჯდარა ავტომობილის საჭესთან.ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ ის ორი საშინელი ავარია,რომლის თვითმხილველიც იგი ბავშვობაში გახდა.
რა უპასუხა საფრანგეთის ყველაზე ცნობილმა ჯალათმა ნაპოლეონ ბონაპარტს?
სანსონების გვარის დინასტიამ საფრანგეთში იმით “გაითქვა” სახელი,რომ აღნიშნული გვარის წარმომადგენლების უმრავლესობა პროფესიით – ჯალათები იყვნენ.მათ შორის ყველაზე ცნობილ ჯალათს – შარლ ანრი სანსონი (1739-1806 წლები) წარმოადგენდა.
ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”
დიდი რუსი მწერლის – ლევ ტოლსტოის ვაჟი – ლევ ტოლსტოი (1869-1945 წლები),რომელიც მამის მსგავსად ლიტერატურულ მოღვაწეობას შეება,მთელი ცხოვრების განმავლობაში ლიტერატურის კრიტიკოსთა მხრიდან დაცინვის ობიექტი იყო,რის გამოც მას ირონიული თვალსაზრისით – “ვეფხვად” მოიხსენიებდნენ.