Daily Archives: თებერვალი 3, 2017
რა გადახდა თავს ქორწინების პირველ ღამეს ნაპოლეონ ბონაპარტს?
სახელოვანი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) ქარაფშუტული საქციელებით ცნობილ პირველ მეუღლეს – ჟოზეფინ ბოარნეს (1763-1814 წლები) ანტიკური ხანის ჩინეთში გამოყვანილი – მოპსის ჯიშის ძაღლი,სახელად – “ფორჩუნი” ჰყავდა,რომელზედაც თავის მხრივ,ამ ულამაზეს ქალს მზე და მთვარე ამოსდიოდა.
თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”
სანამ გენიალურ რუს მწერალს,მოაზროვნესა და ფილოსოფოსს – თედორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) ტობოლსკის გავლით ომსკის ციხეში გადაიყვანდნენ,მანამ შორეულ ციმბირში გადასახლებული დეკაბრისტისა და უტოპიური სოციალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – მიხეილ ფონვიზინის მეუღლემ – ნატალია ფონვიზინამ მას საჩუქრად “სახარება” გადასცა.
ჰაინრიხ ჰაინე – “ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური გერმანელი პოეტის,პუბლიცისტის,კრიტიკოსისა და დედის მხრიდან კარლ მარქსის შორეული ნათესავის - ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856 წლები) შემოქმედების დიდი მოტრფიალეები გახლდნენ ისეთი სახელოვანი პიროვნებები,როგორებიც იყვნენ – ალბერტ აინშტაინი,დედოფალი ელისაბედი,პეტრე ჩაიკოვსკი და სხვები.
მიხეილ შოლოხოვი – “ეპიზოდი”
პირველი ნობელიანტი საბჭოთა მწერლისა და საყოველთაოდ გახმაურებული რომანის “წყნარი დონის” ავტორის – მიხეილ შოლოხოვის (1905-1984 წლები) დედა – ანასტასია ჩერნიკოვა,თავის დროზე იძულების წესით მიათხოვეს კაზაკ ატამანს,გვარად კუზნეცოვს.
რატომ უწოდეს ჯორჯ გორდონ ბაირონს “ინგლისელი-თევზი”?
როგორც ცნობილია,სიღარიბეში დაბადებული გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები) კოჭლი გახლდათ,რის გამოც მას დედა – კლარა მერი ჯეინ კლერმონტი,მოფერებით – “ჩემს კოჭლ ბიჭუნას” ეძახდა.
რა წარწერა დაუტოვა გრიგოლ ორბელიანმა კარებზე პლატონ იოსელიანს?
ჩეჩნეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გამოჩენილმა ქართველმა რომანტიკოსმა პოეტმა და სამხედრო მოღვაწემ – გრიგოლ ორბელიანმა (1804-1883 წლები) დუშეთში მაცხოვრებელ თავის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს,სახელოვან ქართველ რიტორსა და ისტორიკოსს – პლატონ იოსელიანს გამოუარა,
ვინ შეირთო ცოლად ადამ მიცჩკევიჩმა?
პარიზში მყოფმა რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთმა უდიდესმა პოლონელმა პოეტმა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურმა მოღვაწემ – ადამ მიცკევიჩმა (1798-1855 წლები) პოლონეთში მეგობარს,პროფესიით ექიმს – სტანისლავ მორავსკის ცელინა შიმანოვსკაიასთვის გადასაცემი წერილი გაუგზავნა.
მარტინ ლუთერ კინგი – “ეპიზოდი”
“დარწმუნებული ვარ,რომ ამქვეყანად უკანასკნელი სიტყვა შეუიარაღებელ სიმართლესა და უანგარო სიყვარულს დარჩება.სწორედ ამიტომ,დროებით დამარცხებული სიკეთე ბევრად უფრო ძლიერია,ვიდრე დღეისათვის ტრიუმფატორად ქცეული ბოროტებაო”, – წერდა ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი აფროამერიკელი ბაპტისტი მქადაგებელი,
იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალური ფრანგი კომპოზიტორი – ჟორჟ ბიზე სანამ ჟენევიევზე იქორწინებდა, მანამ მასზე 12 წლით უფროს ქალზე, ოპერის მომღერალ – ლედი ლიონელ დე შატობრიანზე იყო შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ ლიონელს ბიზე ძალიან სძულდა, იგი მაინც ხშირად სარგებლობდა ფრანგი კომპოზიტორის მიამიტი ბუნებით.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1885 წლის 22 მაისს პნევმონიის შედეგად 84 წლის ასაკში გარდაცვლილ გენიალურ ფრანგ მწერალს,დრამატურგსა და ფრანგული რომანტიზმის თეორიტიკოსს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს უკანასკნელ გზაზე მილიონამდე თანამემამულე აცილებდა.წინა ღამით კი,საშინელ წვიმაში – 40 000-მდე ადამიანმა გაუთია ღამე ტრიუმფალური თაღის ქვეშ დასვენებულ საყვარელ ლიტერატორს.