Daily Archives: თებერვალი 2, 2017
ვინ მოუწამლა სიცოცხლე ჟორჟ ბიზეს?
რომანტიზმის მუსიკალური პერიოდის ერთ-ერთმა უდიდესმა ფრანგმა კომპოზიტორმა - ჟორჟ ბიზემ (1838-1875 წლები) ებრაული წარმომავლობის მქონე აწგარდაცვლილი თავისი მასწავლებლის – ჟაკ ფრომანტალ გალევის უმცროს ქალიშვილზე – ჟენევიევ გალევიზე 1869 წლის 3 ივნისს იქორწინა.
შარლ ლუი დე მონტესკიეს შესახებ…
გენიალური ფრანგი მწრალი,ფილოსოფოსი და სამართალმცოდნე – შარლ ლუი დე მონტესკიე (1689-1755 წლები),მიუხედავად უდიდესი პოპულარობისა,ერთობ მოკრძალებული,დინჯი და უბრალო თვისებებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.
ვოლტერის შესახებ…
გენიალურ ფრანგ ფილოსოფოს-განმანათლებელს,მწერალსა და დრამატურგს – ფრანსუა მარი არუეს (1694-1778 წლები),იგივე ვოლტერს,შვეიცარიის საზღვარზე განთავსებულ ფრანგულ ქალაქ ფერნეიში,რომელსაც 1878 წელს მის საპატივცემულოდ – ფერნეი-ვოლტერი უწოდეს,თავისი ცხოვრების 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში მოუხდა ცხოვრება.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ დიდებული მწერლისა და პოეტის ვინაობა,რომელმაც მის მიერ დაწერილ ერთ-ერთ ნაწარმოებში ევროპული ლიტერატურის მასშტაბით,პირველად გამოიყვანა ქალი,როგორც რომანის (ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ და მხოლოდ რომანზე და არა სხვა ლიტერატურულ ჟანრზე) მთავარი გმირი.
ჩილიური აუსტროცედრუსი
ჩილიური აუსტროცედრუსი – წარმოადგენს კვიპაროზისებრთა ოჯახის მონოტიპური სახეობის მარადმწვანე წიწვოვან მცენარეს,რომლის გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ ამერიკაში განთავსებული ჩილეს რესპუბლიკის სუბალპური სრტყელის მქონე მთიანი რეგიონები.
ექსილბრისი
ექსილბრისი – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – “წიგნიდან”.იგი წარმოადგენს წიგნზე (ძირითადად ყდის შიდა გვერდზე) დაკრულ სპეციალურ ნიშანს,რომელზეც დატანილია მისი მფლობელის ვინაობა.
სიუი ბეიხუნი – “დაუშვი შენი მათრახი”
“დაუშვი შენი მათრახი” – წარმოადგენს დიდი ჩინელი მხატვრისა და გრაფიკოსის – სიუი ბეიხუნის (1895-1953 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ სურათს.აქვე უცილობლად შევნიშნოთ ისიც,რომ აღნიშნული სურათი გახლავთ ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრი ჩინური სახვითი ხელოვნების ისტორიაში,რომელიც კი ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.