Monthly Archives: მაისი 2017
რატომ უწოდეს „ბანუ ოდჰრას” ხალხს – „სიწმინდის ძენი?”
არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე იემენის რესპუბლიკაში ცხოვრობს ერთ-ერთი არაბული ტომის ხალხი,რომელთა სახელწოდება გახლავთ – „ბანუ ოდჰრა”,რაც ითარგმნება,როგორც – „სიწმინდის ძენი”.
ჯორჯ გორდონ ბაირონი წერდა…
„გთხოვთ თავი დამანებოთ თქვენი შეგონებებით სულის უკვდავებაზე, მე ეგ არა მწამს. ჩვენ ამქვეყნიური უბედურებაც გვეყოფა.
„მოხეტიალე ჭიანჭველები” – (ეპიზოდი)
ცნობილია,რომ ისეთი გვარის პატარა მონადირე ჭიანჭველების წინაშე,როგორებიც გახლავან აფრიკის,ცენტრალური და შუა აზიის ტერიტორიებზე გავრცელებული „მოხეტიალე ჭიანჭველები” (მეცნიერული სახელწოდება გახლავთ – Cataglyphis),უამრავი სახეობის მრისხანე მტაცებელები ცახცახებენ.
ჰაინრიხ შლიმანის მეტად უცნაური საქციელი
ლეგენდარული ქალაქის – ტროას აღმომჩენმა დიდმა გერმანელმა თვითნასწავლმა არქეოლოგმა – ჰაინრიხ შლიმანმა (1822-1890 წლები),რომლისთვისაც ჰომეროსის უკვდავი ქმნილება – „ილიადა” ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ძეგლს წარმოადგენდა, 1878 წელს,თავის ახლადშეძენილ ვაჟს იმავე ნაწარმოების ერთ-ერთი გმირის – აგამემნონის სახელი უწოდა.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ბერძნებსა და თურქებს შორის იმთავითვე დაძაბული ურთიერთობა სუფევდა.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ელინები ადრეულ ეპოქებში მასიურად დევნიდნენ იმ ერთ-ერთი სახეობის ფრინველს,რომლებსაც ისინი თურქთათვის წმინდა ფრინველად მიიჩნევდნენ.
„ცინიკური ფრაზეოლოგია”
1. „ცინიკოსი” ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და სიტყვასიტყვით აღნიშნავს ღორს,რომელსაც სურს ყველამ იცოდეს,რომ ის ღორია”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ყოველმა ადამიანმა კარგად უნდა დავიხსომოთ: ჩვენს მიერ ჩადენილი ბოროტების თითოეულ წუთზე,ჩვენივე ბედნიერების 60 წამს ვკარგავთ”.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ გენიალური ფრანგი მხატვრის ვინაობა,რომელიც თავისი ხელოვნებით თავგამოდებით ებრძოდა ბურბონთა დინასტიის ერთ-ერთ სულთამხუთავ გოლიათ მეფეს და რომლის ნეშთისთვისაც (გარდაცვალების შემდგომ) აღნიშნული ქმედების გამო საფრანგეთის მიწა არ გაიმეტეს!
პიერ-ჟოზეფ პრუდონი & ეჟენ დელაკრუა
გარდა დიდი ფრანგი ფერმწერის – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრისა,გენიალური ფრანგი მხატვრის – ეჟენ დელაკრუას შემოქმედების მიმართ მეტად აგრესიულად გახლდათ განწყობილი „ანარქიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი პუბლიცისტი – პიერ-ჟოზეფ პრუდონიც (1809-1865 წლები).