Daily Archives: მაისი 16, 2017
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ, ძვ.წ.აღ–ით ΙΙ საუკუნეში მოღვაწე იმ გენიალური ჩინელი კონფუციანელი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ვინაობა,რომელსაც – “ხანის ეპოქის კონფუცად” მოიხსენიებენ დღემდე.
სესოსტრის I-ის უჩვეულო თვისება
ეგვიპტის ისტორიაში ერთ–ერთ უდიდეს მხედართმთავარსა და ფარაონს – სესოსტრის I-ს (მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ–ით 1956–1911 წლები),რომელმაც ეგვიპტის სამეფოს იმაზე მეტი ტერიტორიები შემატა ბრძოლებით,ვიდრე სხვა ნებისმიერმა ეგვიპტელმა მმართველმა ისტორიაში,ერთი მეტად უჩვეულო და შეიძლება ითქვას,გაუგონარი თვისება ახასიათებდა.
ასეთია დიდი ადამიანების ხვედრი
„დიდი ადამიანების ხვედრი ყოველთვის მძიმეა. ისინი ცუდად ცხოვრობენ და ადრე კვდებიანო”, – წერდა გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი.
კამილო ხოსე სელას მეტად საინტერესო “ავტობიოგრაფია”
მე დავიბადე დიდი ხნის წინათ ირია–ფლავიაში,რომელიც ოდესღაც ძველი რომაელების ფორპოსტი იყო კელტური დასავლეთის მეშვიდე ქვეყანაში.იქიდან მოყოლებული დღემდე ხან სად ვცხოვრობ და ხან სად, და ეს ძალიან ხელსაყრელია ჩემთვის.მრავალფეროვნებისათვის ერთხელ ვიომე,ორჯერ დავქორწინდი,ერთ ვაჟიშვილს მივანიჭე სიცოცხლე და ერთი ოცი ცალი წიგნიც გამოვეცი.
ჰანს ჰოლბაინ უმცროსი – “ეპიზოდი”
როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს,რომის პაპის მოქიშპე ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე – ჰენრი VIII ძალიან დიდ პატივს სცემდა მისი სასახლის კარზე მოღვაწე ერთ–ერთ უდიდეს გერმანელ მხატვარს – ჰანს ჰოლბაინ უმცროსს (1497–1543 წლები),
ეჟენ დელაკრუა – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გარდა ხალასი იუმორის გრძნობისა,ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი – ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (1798–1863 წლები),ერთობ ცნობისმოყვარე და მახვილგონიერი დიდოსტატიც გახლდათ.
ამონარიდები ფრანგი მწერლების ნაწარმოებებიდან…
“ალბათ არაერთხელ შეგინიშნავთ,რომ მეტად გაბედული ადამიანის ცხოვრებაშიც კი ხანდახან დგება საბედისწერო ჟამი,როდესაც შეუძლებელია ბრძოლა და მაშინ სიკვდილზე ფიქრი შვებად ევლინება კაცს.
მიხაი ემინესკუს გენიალური ლექსი – “როგორი არის ცხოვრება და როგორი უნდა იყოს იგი”
ლოყებწითელი,ღიპიანი,უმანკო მზერით,
ხალხის წინაშე როცა დგება ქადაგად ბერი,
ლევ ტოლსტოი – “აქვს თუ არა ადამიანს უფლება თვითმკვლელობისა?”
“ასეთი კითხვა – აქვს თუ არა, საერთოდ, ადამიანს უფლება თვითმკვლელობისა, არასწორი კითხვაა. ამ უფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. კითხვა შეიძლება მარტოოდენ იმისა, არის თუ არა თვითმკვლელობა გონივრული ან ზნეობრივი