Daily Archives: ივნისი 14, 2017
„დამაკვირდი”
1. „გულისწყრომა – ეს შემიძლია გავიგო,მაგრამ გაბუტვა,ბრიყვი სახედრის მსგავსი ჯიუტობა – ეს ისეთი პრიმიტიულობაა,რომ ვერ გამიგია,ადამიანებს,რომელთაც თავი თანამედროვედ და სავსებით ცივილიზებულად მოაქვთ,როგორ შეუძლიათ ამგვარად მოიქცნენ”. – ჯეკ ლონდონი
რა ნაგებობანი აღმართა პირველად კორტესმა ვერა-კრუსში?
იმისათვის,რომ კარგად წარმოვიდგინოთ ამერიკის კონტინენტზე ჩასული ესპანელი დამპყრობლების მიზნები,ერთ პატარა დეტალს წარმოგიდგენთ აღნიშნულ პოსტში.
ლაო ძი – „ეპიზოდი”
პირველი ჩინელი ისტორიკოსის – სიმა ციანის გადმოცემის თანახმად,გენიალური ჩინელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – ლაო ძი (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები),რომელიც ერთ-ერთი უძველესი გადმოცემის თანახმად დედამ წაბლის ხის ქვეშ შვა,სახელად – დან-ს ატარებდა,ხოლო გვარად იგი სინამდვილეში ლი გახლდათ.
კუაუტემოკი – „ეპიზოდი”
აცტეკთა იმპერიის დედაქალაქ ტენოჩტიტლანში წარმოებული სამ თვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ ესპანელმა კონკისკადორმა – ერნან კორტესმა ტყვედ აიყვანა აცტეკი ხალხის უკანასკნელი და უმამაცესი ტლატოანი (იმპერატორი) - კუაუტემოკი (1495-1525 წლები).
ქეიქაუს იბნ ყაბუსის მეტად საყურადღებო რჩევა-დარიგება
„ნუ მოისურვებთ ისეთი საიდუმლოს ცოდნას, რომელსაც თქვენთან არავითარი კავშირი არა აქვს. საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, და თუ მაინც იტყვით, მას საიდუმლოდ ნუღარ მიიჩნევთ. ხალხის თანდასწრებით ჩურჩულს ნურავის დაუწყებთ. კარგი სიტყვებიც რომ უჩურჩულოთ, მაინც ავი განზრახვა ეგონებათ, რადგან ადამიანს ხშირად ეპარება ეჭვი სხვის პატიოსნებაში.
ჰანს კრისტიან ანდერსენი – „ეპიზოდი”
1875 წლის 2 აპრილს „ზღაპრების მეფედ” წოდებულ დიდ დანიელ მეზღაპრესა და პოეტს – ჰანს კრისტიან ანდერსენს (1805-1875 წლები) აცნობეს,რომ დამთავრდა ხელმოწერა მისი ქანდაკების ასაგებად.