Monthly Archives: იანვარი 2019
კლეო დე მეროდი – „ეპიზოდი”
„მშვენიერი ეპოქის” მართლაც რომ მშვენიერმა ფრანგმა მოცეკვავე ქალმა, იმ პერიოდის ბალეტის ვარსკვლავმა – კლეო დე მეროდიმ (1875-1966 წლები), ქალმა, რომლის სილამაზესაც სხვა უამრავთა მსგავსად, დითირამბები უგალობა ბელგიის „ყოვლისშემძლე” მეფემ – ლეოპოლდ მეორემ, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სცენაზე გასვლაზე უარი განაცხადა.
ნინონ დე ლანკლოს შესახებ…
მიუხედავად იმისა, რომ თავისი მშვენიერი გარეგნობით ცნობილ ფრანგ მწერალ ქალს – ნინონ დე ლანკლოს (1615-1705 წლები) კურტიზანობა არასოდეს უქცევია საკუთარ პროფესიად, მას ხალხი მაინც „კურტიზანთა დედოფლად” მოიხსენიებდა.
ჯაკომო ლეოპარდი წერდა…
„ყველა, ვინც კი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ სხვისთვის შეურაცხყოფის ან ზიანის მიყენების გზით რაიმეს ისარგებლებს ან ისიამოვნებს, იმიტომ კი არ შეურაცხყოფს ვინმეს, რომ ბოროტი უყოს მას, არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაიმე არგოს თავის თავს”.
ადოლფ ჰიტლერი – „გერმანელ ხალხს მზე და მთვარე ჩემზე ამოსდის”
„გერმანიის მომრევი ქვეყანაზე არ არსებობს და მტერს ელვისებურ ომში სამარცხვინო დამარცხებას ვაგემებთ.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბრძენ ქირონს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იყო, ბოლოს და ბოლოს, ისე მობეზრდა სიცოცხლე, რომ ზევსს გამოსთხოვა სიკვდილის ნებართვა და კიდევაც მოკვდა. თავად დაფიქრდი, თუკი ღმერთებსაც უმძიმთ უკვდავება, რა ეშველებათ საბრალო ადამიანებს?”
„მე, გალილეო გალილეი”…
„მე, გალილეო გალილეი, ფლორენციელი, სამოცდაათი წლისა, მუხლებს ვიყრი თქვენი მაღალაღმატებულებების, ღირსპატივცემული კარდინალების, გენერალური ინკვიზიტორების წინაშე, ერეტიკულ ბოროტებას რომ ებრძვით მთელს სამყაროში ქრისტიანული რესპუბლიკის სახელით,
ფრანც კაფკა – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ჩეხი მწერლის – ფრანც კაფკას (1883-1924 წლები) თითქმის ყველა ბიოგრაფი შენიშნავს, რომ ლიტერატორის სანათესაო ერთობ მაღალი სიმაღლით გამოირჩეოდა.