Tag Archives: საინტერესო ფაქტები
ბრძნული საკითხავი მამაკაცურ მორალზე
ერთი ღატაკი კაცი მდინარის სანაპიროზე მდგომ ხეს ჭრიდა.მოულოდნელად,კაცს ხელიდან ნაჯახი გაუვარდა და მდინარეში ჩაუვარდა,რამაც მას სასოწრაკვეთილებისაგან ტირილი დააწყებინა.სწორედ ამ დროს,ღატაკს ღმერთი გამოეცხადა და ჰკითხა:
ჯოზეფ ჰუკერი – “ეპიზოდი”
ჯოზეფ ჰუკერი (1814-1879 წლები) – წარმოადგენდა აშშ-ის ჩრდილოეთის არმიის იმ გენერალ-მაიორს,რომლის სახელიც დღემდე ასოცირდება ჩანსელორსვილის ბრძოლაში (აღნიშნული ბრძოლა დაიწყო 1863 წლის 30 აპრილს და დასრულდა იმავე წლის 5 მაისს) ჩრდილოეთის არმიის სამხრეთელებთან დამარცხებასთან.
რა თქვა უცხოელმა ქართული გლოვის შესახებ?
როგორც ცნობილია, ქართული გლოვა იმთავითვე დიდ გაოცებას იწვევდა უცხოელებში და აღნიშნულ საკითხს არაერთი საგაზეთო სტატიაც მიუძღვნა სხვადასხვა უცხოურმა ჟურნალ-გაზეთებმა.
სიმონ ჩიქოვანი – “ეპიზოდი”
გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე,თვალში სინათლე დაწრეტილ დიდ ქართველ პოეტსა და პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატს – სიმონ ჩიქოვანს (1902-1966 წლები) სახლში მოსანახულებლად მისივე მეგობარი,გამოჩენილი ქართველი პოეტი,ლიტერატორი და მთარგმნელი – მიხეილ ქვლივიძე ეწვია.
ფრედერიკ ფლიტი – “ეპიზოდი”
ფრედერიკ ფლიტი (1887-1965 წლები) – წარმოადგენდა იმ ბრიტანელ მეზღვაურს,რომელმაც 1912 წლის 14 აპრილს პირველმა დაინახა ის აისბერგი,რომელთან შეჯახებამაც იმსხვერპლა საყოველთაოდ ცნობილი ლაინერი – “ტიტანიკი”.
„ლენინმა იცოცხლა, ლენინი ცოცხლობს, ლენინი იცოცხლებს!” – (ეპიზოდი)
საქართველოში დაბადებული გამოჩენილი რუსი პოეტის – ვლადიმერ მაიაკოვსკის (1893-1930 წლები) მიერ 1924 წლის 31 მარტს დაწერილი ლექსიდან – „კომსომოლსკაია”-დან აღებული ციტატა – „ლენინმა იცოცხლა,ლენინი ცცოცხლობს, ლენინი იცოცხლებს!” – ერთობ პოპულარულ დევიზად იყო მიჩნეული საბჭოთა კავბშირში და იგი, თითქმის ყველა საჯარო დაწესებულების კედელს „ამშვენებდა” კიდეც.
აკაკი წერეთელი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ქართველმა პოეტმა,მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ - აკაკი წერეთელმა (1840-1915 წლები) პოლონური წარმომავლობის მქონე რუს ქალზე – ნატალია ბაზილევსკაიაზე ჯვარი 1864 წელს დაიწერა.აკაკის თანამეცხედრე ოქროს მადნების მდიდარი მაგნატის – პეტრე ბაზილევსკის (1831-1883 წლები) ქალიშვილი გახლდათ.
მალის რესპუბლიკა – “ეპიზოდი”
დასავლეთ აფრიკაში განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოში – მალის რესპუბლიკაში,საგანათლებლო სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.შესაბამისად,აღნიშნული ქვეყნის 12 მილიონიანი მოსახლეობა განათლების დონით უმდაბლეს საფეხურზე იმყოფება.
ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ფიზიკოს-თეორიტიკოსს – ალბერტ აინშტაინს (1879-1955 წლები) სხვა უცნაურ თვისებებთან ერთად,ერთი მეტად უჩვეულო თვისებაც ახასიათებდა: გარდა ოფიციალური ღონისძიებებისა,იგი არასოდეს იცმევდა წინდებს.წინდებისადმი მისი ასეთი უცნაური დამოკიდებულება აინშტაინმა შემდეგი სიტყვებით ახსნა:
ნებრასკას შტატი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შემავალ – ნებრასკას შტატში მოქმედებს მეტად უცნაური კანონი,რომლის თანახმადაც,შტატის მოქალაქეებს,ყოველგვარი სასწავლო კურსის გავლის გარეშე,უფლება აქვთ მინიჭებული,სურვილის შემთხვევაში – 25 ამერიკულ დოლარად შეიძინონ აბსოლუტურად ნამდვილი – ადმირალის დიპლომი.