Tag Archives: ციტატები

„დამაკვირდი”

„დიდ საქმეს დიდი სიყვარული აკეთებს”. – კონსტანტინე ლორთქიფანიძე

ფრაზეოლოგია „ომის” შესახებ…

„ხშირად მეკითხებიან ხოლმე: „რატომ, რისთვის ვიბრძვით?” – მე შემიძლია გიპასუხოთ: „შევწყვიტოთ ბრძოლა და მაშინ მიხვდებით”. – უინსტონ ჩერჩილი

„დამაკვირდი”

„წმინდა სიყვარული, უანგარო მეგობრობა, უმწიკვლო ადამიანი, ქალწული ქალი, თავდადება… ახლა ზოგიერთს ეცინება ამ სიტყვების გაგონებაზე!”

ჯემალ ჩახავა წერდა…

„ნუ მენახოს საქართველო, მშობელი ხალხი უსიმღერებოდ, უსიცილოდ და უცრემლებოდ, რადგან ეს ყველა ნაწილია ცხოვრების ჩვენის”…

ჯემალ ჩახავა წერდა…

„თვით უკვდავებაც არ არსებობს – უსაქართველოდ!”

„დამაკვირდი”

„განმარტოებული ადამიანი მიზანს ვერასოდეს ვერ მიაღწევს”. – გოეთე

„დამაკვირდი”

„ის, ვინც ფეხს შედგამს მეფის კარზე, მეფის მონაა, თუნდაც მოვიდეს დაბადებით თავისუფალი”. – სოფოკლე

„დამაკვირდი”

„…დედა-შვილობა… არ ყოფილა მგონი ისეთი ხანა, რომ ეს საკითხი საინტერესო არ ყოფილიყო, რომ ეს გრძნობა, ასეთი რთული და ამავე დროს თითქოს ასეთი გასაგები, არ აღელვებდეს ადამიანს, არ ჰქონდეს სურვილი ჩასწვდეს მის უძირო სიღრმეს და ამოხსნას მისი საიდუმლო”. – სესილია თაყაიშვილი

„დამაკვირდი”

„მიყვარს საზოგადოდ ბავშვი. უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას. მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები”!.. – აკაკი წერეთელი

„დამაკვირდი”

„სულ მუდამ თავდახრილი, ვერც საკუთარ სიმაღლეს აღმოაჩენ და ვერც სხვისას”.