Tag Archives: სხვა
ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები…
შესაძლოა,განიალურ ქართველ მგოსანს ვაჟა-ფშაველას აღარც მთაში ჰქონდა სიცოცხლის იმედი,თუმცა “მთის კალთებზე” ერჩივნა სიკვდილი.ყველანაირად იბრძოდა,იმდენად მომაგრებულიყო,მთამდე აეღწია.სანდროსა და შიო მღვიმელისათვის უთხოვია,მამადავითის ეკლესიასთან,კლდეში რომ წყარო გამოდის,ის უნდა როგორმე ჩამომიტანოთ,ჩვენ მთის წყაროებს ის უფრო ჰგავს და ცოტა იქნება მომასულიეროსო. (ავტორი გენია.ჯი)
ფრიდრიხ ენგელსი – “ბერძენი ერის შესახებ”…
ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი,პოლიტიკოსი და ერთ-ერთი დამაარსებელი “მარქსიზმისა” - ფრიდრიხ ენგელსი (1820-1895 წლები) ბერძენი ერის შესახებ წერდა:
“დემარქია”
“დემარქია” - ასევე მოიხსენიებენ, როგორც “ლოტოკრატია”. იგი გახლავთ ფორმა პირდაპირი მნიშვნელობითი დემოკრატიისა და სახალხო ნების გამოხატულებისა, როდესაც შემთხვევითი ფორმით არჩეული მოქალაქეები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მთელი მოსახლეობის სახელით.
გაბრიელ ბონეერ “კოკო” შანელის შესახებ წერდნენ…
“საოცარი შარმი აქვს ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს,თავისი საღებავებით ისევ სასურველ ქალად რომ გამოიყურება; ისევ ცოცხალი გამოხედვა,ირონიული და მომთხოვნი ღიმილი,სიარული კი – გრაციოზული”.
ალბერტ აინშტაინის სიტყვა – მაქს პლანკის “60 წლის იუბილეზე”
“… უპირველეს ყოვლისა,შოპენჰაუერის კვალად,მეც ვფიქრობ,რომ ერთ-ერთი უძლიერესი მოტივი,რომელიც ხელოვნებისა და მეცნიერებისაკენ გვიბიძგებს,მტკივნეული სიმყიფითა და უნუგეშო სიცარიელით აღსავსე ყოველდღიური ყოფიდან,მუდმივცვალებადი საკუთარი სურვილების ბორკილებიდან თავდახსნაა.
ფრანსუა მარი არუე (ვოლტერი) – “ქორწინების” შესახებ…
“ქორწინება ან უდიდესი ბოროტებაა,ან უდიდესი სიკეთე… ქორწინება ადამიანთა ყველაზე დიდი განძია,როცა ის ეყრდნობა გულისა და სულის ერთიანობას,გრძნობების,გემოვნებათა და ხასიათების საძირკველს… მაგრამ რაოდენ სამწუხაროა,როცა ყიდი შენს სახელს,შენს არსებობას,ემორჩილები მტარვალს,ხდები მისი მონა-მორჩილი,გაურბიხართ ერთიმეორეს! ამგვარი ქორწინება ნამდვილად ჯოჯოხეთია”. (ავტორი გენია.ჯი)
რაფაელ სანტი – “ძველი რომის” შესახებ…
“რელიქვიები,რომელთა ხილვაც ჯერ კიდევ შეიძლება ძველი რომის ნანგრევთა შორის,მე ვხედავ დიდი გონების ადამიანთა ღვთაებრიობას, და დაუჯერებლად არ მიმაჩნია მტკიცება,რომ ბევრი რამ,რისი აღსრულებაც დღეს შეუძლებლად მიგვაჩნია,მათ საოცრად იოლად გამოსდიოდათ…
გრიგოლ რობაქიძის ანდერძი…
“მცხეთა წმინდა საშოა ჩვენი მიწისა.იქ ეგულებოდა ჩემს ძვლებს საფლავი კარდჰუსი.მცხეთის მიდამოში აირჩიეს ძველმა მოგვებმა,ერთი ადგილი: იქ ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ მზესა და ცეცხლს,მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს რჯული,აქ გამოსჭრა ნინომ ჯვარი ვაზისა ნასხლავებისაგან და მოახვია მას თავისი თმები,იქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქართველოში…
“დუნგჩენი”
“დუნგჩენი” – ინგლისურ ენაზე “Dungchen”,წარმოადგენს გრძელი და პირდაპირი ლითონისაგან (სპილენძი,ვერცხლი,თითბერი) დამზადებულ სასულე მუსიკალურ ინსტრუმენტს,რომლის სიგრძე ხშირ შემთხვევაში 1,5 მეტრიდან – 3,5 მეტრამდე მერყეობს.
ეტორე ბუგატი – კომპანია “Bugatti”-ის დამაარსებელი…
ეტორე ბუგატი დაიბადა 1881 წლის 15 სექტემბერს მილანში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კონსტრუქტორი და მრეწველი,რომლის სახელთანაც ასოცირდება ყველასათვის ცნობილი და საუკეთესო საავტომობილო კომპანიის “Bugatti”-ის დაარსება.