Tag Archives: ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან…
ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „გივი შადური”
„ერიდეთ ყველას, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გიკრავს თავს”.
ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „არსენა მარაბდელი”
„ერთხელაც გეტყვით და დამიჯერეთ: ეგ ენები დაიმოკლეთ, ეგ ხანჯლები დაიგრძელეთ”.
ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „არსენა მარაბდელი”
„უსამართლობა და სიმართლეც ნამივით იკარგება, მაგრამ ამავე დროს არც იკარგება და როდესმე და სადმე ისევ გამოჟონავს”.
ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „გივი შადური”
„ჰოი, მტანჯველო ქვეყანავ ჩემო, შენთან ცხოვრებაც ჯოჯოხეთია, რადგან გვიყვარხარ, ხოლო უშენობაც ჯოჯოხეთია, რადგან ისევ გვიყვარხარ. და იმ ქვეყნად ჩვენ რომ სამოთხეში შევიდეთ და შენ კი ჯოჯოხეთში აღმოჩნდე, იქაურობას მივანგრევთ და ისევ შენთან ჯოჯოხეთში გადმოვალთ”.
ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობიდან – „რკინის საცერი”
„დედაკაცი გველია და ჭკუაც გველისა აქვს. მამაკაცს შეუჩნდება,სულსა და გულში ჩაეღვრება,ჯერ ბუზივით უკბენს,მერმე მისდგება და ისე გაავსებს თავისი აზრით და ნებით,როგორც კოკას ავსებენ ხოლმე”.
ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებებიდან…
“ჯანსაღი ველურობა განათლებულ გადაგვარებას სჯობია”. – (თეთრი საყელო)