Tag Archives: ამონარიდი რევაზ მიშველაძის ნოველიდან – „უფანდუროდ ნამღერი”

ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „იქ”

„ – არ უნდა ვიცოდე, კაცო, რამ მომკლა? არაფერი ისეთი ავადმყოფობა მე არ მქონია. თავს ვუვლიდი, რაც შემეძლო. სმით არ ვსვამდი. ღამის თევას და ნერვების შლას ვერიდებოდი.

ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „ცრემლი სად არის”

„ – არ მოგასვენებს თურმე, რაც გიწერია, სანამ არ შეგისრულებს, არ მოგეშვება წუთისოფელია, ღმერთია თუ რაღაც ჯანდაბა. რასაც უკავია ეს ქვეყანა.

ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „დიოგენი”

„ – გადავეჩვიეთ ერთმანეთის მოფერებას და პატივისცემას ადამიანები, ჩემო ვარდენ. არ ვიცი, რამ მოიტანა ეს ამბავი, მარა, ძალიან გავუტურამგელდით ერთმანეთს.

ამონარიდი რევაზ მიშველაძის ნოველიდან – „ქიმერა”

„ – ბატონო, თქვენ მითხარით ცოლი რატომ არ გითხოვიათო; ახლა რაღას იტყვით, ბატონო, მარტოხელა კაცი ვარ მეე? უნდა მომეყვანა ვიღაცა ენაჭარტალა და უბედური, მისი იაფი აზრები მესმინა და მაკარონის რიგში ვმდგარიყავი.

ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „კაქტუსი”

„უწინ, კაცმა თავი მოიკლაო, რომ გავიგონებდი, მიზეზის გაგებაც არ მსურდა. რამ უნდა მიგიყვანოს კაცი ამ ნაბიჯამდეთქვა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. არის თურმე ცხოვრებაში წუთები, როცა ერთადერთი გამოსავალი თვითმკვლელობაა.

ამონარიდი რევაზ მიშველაძის ნოველიდან – „უფანდუროდ ნამღერი”

„არ დაიღალოთ და არ მოგწყინდეთ,ამ ერთს გთხოვთ მხოლოდ.სიმართლის გასაღები მარტო ჩვენ გვაქვს ჯიბეშიო,ამასაც ნურასოდეს იფიქრებთ.კაცს ფიქრის გაცხადების რომ შეეშინდება,ის კაცი თქვენი ერთგული ვერ იქნება,ბაბა.