Tag Archives: განათლება

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

მას შემდეგ,რაც 1941 წლის 9 მარტს აშშ-ის კონგრესმა მიიღო – „ლენდლიზის კანონი” (აშკარა ნაბიჯი მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩასართავად),დილის ოთხ საათზე ჩეკერსში სტუმრად მყოფი შარლ დე გოლის საძინებელში ამ ინფორმაციით გახარებული დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – უინსტონ ჩერჩილი შეიჭრა.

უცნობი ფაქტები ოვიდიუსის ბიოგრაფიიდან…

პატარა იტალიურ ქალაქ სულმონაში ქვეყნიერებას მოვლენილმა გენიალურმა ძველ რომაელმა პოეტმა და ელეგიების უბადლო ოსტატმა – პუბლიუს ოვიდიუს ნაზონმა (ძვ.წ.აღ-ით 43 – ახ.წ.აღ-ით 17 წლები) მიუხედავად საგრძნობი ასაკობრივი სხვაობისა,იმთავითვე შეუძლებელი შეძლო და ისეთი ტიტანის გვერდით დაიმკვიდრა ადგილი,როგორიც გახლდათ – ჰორაციუსი.

ლა გარიტას კალდერას შესახებ…

კოლორადოს შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (აშშ) განთავსებულია გიგანტური მოცულობის მქონე – ლა გარიტას კალდერა (წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული),რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ უდიდეს იგნიმბრიტს (ვულკანური ქმედებების შედეგად წარმოქმნილი ვულკანური ქანი) წარმოადგენს.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ერთ-ერთ ცნობილ და დიდ ბრძოლაში ერთმანეთს ის საჯარისო დანაყოფები დაუპირისპირდნენ,რომლებშიაც ერთის მხრივ,ირიცხებოდა გერმანული ნაციზმის მიზანთროპი შემოქმედი – ადოლფ ჰიტლერი და მეორეს მხრივ,დიდი ინგლისელი მწერალი – ჯონ ტოლკინი.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე მობინადრე ხალხი – ჩუქჩები,რომლებიც თავიანთ თავს – „ნამდვილ ადამიანებს” უწოდებენ,იმთავითვე შესანიშნავი საბრძოლო თვისებებით გამოირჩეოდნენ.დიდი ხნის განმავლობაში ისინი შიშის ზარს სცემდნენ ყველა იმ ხალხს,რომლებიც მათ საცხოვრებელ ზონაში გამოჩნდებოდნენ.

დეციმუს ლაბერიუსი – „ეპიზოდი”

„პატიოსნად განვლიე სამოცი წელი.დღეს დილით,კერა რომ დავუტევე,რომაელი მხედარი ვიყავ,ახლა კი დავბრუნდი და ვარ უკვე ბეჩავი ჰისტრიონომოსი. ვაგლახ მე! მერჩივნა ერთი დღით ადრე მომკვდარიყავი.ოი,ტიალო ბედო! უკეთუ მეწერა ჩემივ თავის შერცხვენა,

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე განთავსებულ ერთ-ერთ ქვეყანაში,ადგილობრივ მოსახლეობას რბილად რომ ვთქვათ,არ უყვარს ქათმისებრთა რიგის ისეთი უწყინარი ფრინველი,როგორიც გახლავთ – ინდაური.

შუმერი ქალების სამეტყველო ენა – „ეპიზოდი”

მესოპოტამიაში ძვ.წ.აღ-ით VI-III ათასწლეულებში არსებული უძველესი და უნიკალური ცივილიზაციის ხალხში – შუმერებში,მამაკაცისა და ქალის უფლებები კარდინალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„ჩამოხრჩობის წინ ყველაზე ცუდად უცხოელები იქცევიან”. – ეს სიტყვები ეკუთვნის რასიზმში დადანაშაულებულ „ყველაზე ეფექტურ ინგლისელ ჯალათად” წოდებულ პერსონას.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად,სანადიროდ წასულ ერთ-ერთ პერსონას,რომელიც მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა,გზაში ადამიანად ქცეული ეშმაკი შემოხვდა და უთხრა,რომ,თუკი იგი სახლში დროულად დაბრუნდებოდა,ცოლს საყვარელთან წაუსწრებდა.