Tag Archives: ვულკანები

შიშალდინი

შიშალდინი - წარმოადგენს აშშ-ის შემადგენლობაში შემავალი ალასკას შტატში მდებარე უნიმაკის კუნძულზე განთავსებულ მოქმედ ვულკანს,რომელიც თავის მხრივ არა მარტო ალეურის კუნძულების უმაღლესი წერტილია,არამედ ამავე კუნძულების ყველაზე აქტიური ვულკანიც გახლავთ.

ვულკანი ატიტლანი

ატიტლანი – წარმოადგენს ცენტრალურ ამერიკაში მდებარე გვატემალას რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე განთავსებულ სტრატოვულკანს (შერეული ვულკანი,რომლის კონუსი აგებულია ერთმანეთის მონაცვლე გამყარებული ლავური ნაკადებისა და ლავის შეცემენტებული ნატეხებისაგან).

საიპლის ვულკანი

საიპლის ვულკანი – წარმოადგენს ანტარქტიდის სანაპიროებთან მდებარე კუნძულ საიპლზე განთავსებულ არააქტიურ (ჩამქრალ) ფარისებრი სახის ვულკანს.თავად კუნძული,ანტარქტიდის ყინულოვანი კონტინენტის ერთ-ერთი სანაპირო სექტორის – მერი ბერდის მიწის ნაწილია და სამხრეთის ოკეანეში მდებარეობს.

“ვულკანი პარიკუტინი”

“ვულკანი პარიკუტინი” - გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი მსოფლიოში.იგი მდებარეობს მექსიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მიჩოაკანის შტატში.განლაგებულია ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელში.

რუაპეჰუ

რუაპეჰუ – მაორების ენაზე – “მრგვინავ უფსკრულს” აღნიშნავს.იგი წარმოადგენს სტრატოვულკანური ტიპის მოქმედ ვულკანს,რომელიც მდებარეობს ახალი ზელანდიის კუნძულის ჩრდილოეთის ცენტრალურ ნაწილში.

“ელგონი”

“ელგონი” - წარმოადგენს ჩამქრალ ვულკანს და განეკუთვნება ფარისებრი ვულკანის სახეობას,რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის პლატოზე,ვიქტორიას ტბის ჩრდილოეთით უგანდისა და კენიის საზღვრის სიახლოვეს.

“კერინჩის ვულკანი”

“კერინჩის ვულკანი” - ინგლისურ ენაზე “Mount Kerici”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ინდრაპურა”,წარმოადგენს მოქმედ ვულკანს,ბარისანის ქედზე (ინდონეზიის კუნძული სუმატრა).