Tag Archives: ინტელექტუალური ვიქტორინა Genia.Ge-სგან…

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დაასახელეთ იმ ერთადერთი ქართული ჟურნალის სახელწოდება,რომელშიც გამოქვეყნებული ლექსებისათვის გენიალური ქართველი მგოსანი – აკაკი წერეთელი ჰონორარს არ იღებდა.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: “ამ” ადამიანს ხშირად გამოსახავდნენ ერაყის აწ გარდაცვლილ დიქტატორთან – სადამ ჰუსეინთან ერთად.საინტერესოა ის გარემოება,რომ “იმავე” ადამიანის გამოსახულების მქონე ბარელიეფის ხილვა ასევე შესაძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობაშიც.დაასახელეთ ვისთან ერთად გამოსახავდნენ სადამ ჰუსეინს და ვისი გამოსახულების მქონე ბარელიეფია აშშ-ს კონგრესის შენობაში?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი:  პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,ევროპის დიდ ქალაქებში იმართებოდა მასობრივი ზეიმები,რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ესწრებოდა.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: როგორც ცნობილია,გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ებრაულ ოჯახში დაბადებულ დიდ ბრიტანელ მხატვარს – ლუსიენ მაიკლ ფრეიდს (1922-2011 წლები),ხანრგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა იმისათვის,რომ ესა თუ ის სურათი დაეხატა.თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი სუპერმოდელის – კეიტ მოსის შიშველი პორტრეტის დახატვის დროს,მხატვარს დამკვიდრებულ წესზე უარის თქმა და შესაბამისად,ძალიან სწრაფად მოუწია მუშაობის დასრულება.დაასახელეთ ლუსიენ მაიკლ ფრეიდის აჩქარების მიზეზი?

რა? სად? როდის?

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, „აღნიშნული” ერის სახელწოდება მათივე პრივილეგირებული სტატუსიდან წარმოიშვა. განსხვავებით სხვა მეზობელი ერებისაგან,მათ არასოდეს გადაუხდიათ ხარკი სასტიკი დამპყრობლებისათვის.გენიალური ინგლისელი პოეტი – რადიარდ კიპლინგი წერდა,რომ ასეთი სტატუსი არა მარტო პრივილეგია გახლდათ,არამედ პასუხისმგებლობის საკმაოდ დიდი ტვირთის მატარებელიც იყო.დაასახელეთ რომელ ერზეა საუბარი? 

ინტელექტუალური ვიქტორინა Genia.Ge-სგან…

საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში ფრანგი ხალხი წუხდა, რომ ისინი ვერაფერს ხედავდნენ. სწორედ ამიტომ იქნა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ უმალვე შეცვლილი ერთი მეორეთი. რაზე წუხდა ფრანგი ხალხი და რა იქნა ერთი მეორეთი შეცვლილი საფრანგეთის ხელისუფლების მიერ?