Tag Archives: სხვა

სულხან-საბა ორბელიანი – “სახელები თვეთანი”

კვირის დღეთა სახელები:

1. მთოვარისა – (ორშაბათი)

ბარონ იოზეფ ეტვეშ ფონ ვაშაროშნამენის მოსაზრება…

“შვილები თავიანთ მშობლებში ხედავენ წარსულს,მშობლები კი – თავიანთ შვილებში მომავალს; და თუ მშობლებში ვხედავთ უფრო მეტ სიყვარულს შვილებისადმი,ვიდრე შვილებში სიყვარულს მშობლებისადმი,ეს სამწუხაროა,მაგრამ იმავე დროს ბუნებრივიცაა.ვის არ უყვარს უფრო მეტად თავისი იმედები,ვიდრე თავისი მოგონებები”. (ავტორი გენია.ჯი)

არტურ შოპენჰაუერის ნააზრევი…

“ჩვენი სიჭაბუკის სილაღეს და სიხალისეს,სხვათა შორის,ისიც განაპირობებს,რომ მთის კალთაზე აღმა მავალნი ვერ ვხედავთ სიკვდილს,რომელიც თხემს გადაღმა,მთის ძირას გველოდება.მაგრამ თხემზე რომ ვექცევით მთას,ჩვენ უკვე საკუთარი თვალითა ვხედავთ იმ სიკვდილს,რომელიც ადრე მხოლოდ ყურმოკვრით თუ გვსმენია.

კირიონ II -ს ნააზრევი…

“დედა-ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი,რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია,ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი…

“ილიას გამოსათხოვარი სიტყვა – იოსებ დავითაშვილზედ”

“იგი იყო კაცი,რომელსაც ცოტად თუ ბევრად გაწმენდილი ჰქონდა თვალნი გლეხთა გულის საიდუმლოთა მნახველად,ყურნი – გლეხთა გულისძგერის უცნაურთა ხმათა მსმენელად,ხელნი – გლეხთა მაჯისცემის შემტყობად და ენა – ყოველ ამის აღმომქმნელად და მთარგმნელად.

კიტა აბაშიძის ნააზრევი…

“ჩვენისთანა პატარა და ჩაგრული ერი… დღენიადაგ ისეთ პირობებშია,რომ სულ თავის დაცვაზე უნდა იფიქროს,უნდა ყოველი ღონე მოახმაროს მას,რომ თავისი “ვინაობა” შეინარჩუნოს, – ვიხმაროთ ეს მშვენიერი სიტყვა ჩვენი საეროვნო პოლიტიკის გამჭედლის,დიდებულის მოძღვრის ილიას სიტყვა,რომელიც ჩვენი ნაციონალური გათვითცნობიერების ისტორიის ფურცლებზედ მისი წმინდა სისხლით არის აღბეჭდილი.

ჟან დე ლა ბრიურეის ნააზრევი…

“ვის შეუძლია ეჭვი შეეპაროს იმაში,თითქოს ბავშვებს აზროვნების,შეფასებისა თუ თანმიმდევრული მსჯელობის უნარი არ შესწევთ? მართალია,ამ უნარს მხოლოდ წვრილმანებში ამჟღავნებენ,მაგრამ ნუ დაივიწყებთ,რომ პატარები არიან და დიდი გამოცდილება არ გააჩნიათ.

ნიდერლანდების ეროვნული ჰიმნი – “Wet Wilhelmus”

ნიდერლანდების ეროვნული ჰიმნი “Het Wilhelmus” (ვილჰელმის სიმღერა),ყველზე ძველ ეროვნულ ჰიმნად არის მიჩნეული.იგი პიველად შესრულებულ იქნა 1574 წელს და მიძღვნილ იქნა ვილჰელმ I ორანელზე (1533-1584 წლები).

“ტივოლის პარკი”

“ტივოლის პარკი” - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასართობი პარკია მსოფლიოში.იგი მდებარეობს დანიის დედაქალაქ კოპანჰაგენში.სწორედ ამ პარკში სტუმრობის შემდეგ,მისი სილამაზით მონუსხულმა გადაწყვიტა – გენიალურმა ამერიკელმა მხატვარ-მულტიპლიკატორმა უოლტ დისნეიმ (1901-1966 წლები),საყოველთაოდ ცნობილი და ლეგენდარული “დისნეილენდის” შექმნა.

ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის ნააზრევი…

“ზოგადად,სჯერათ,რომ კარგი ან ცუდი მეგობრები განსაზღვრავენ,როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ადამიანი.ალბათ,ასეც ხდება სუსტი ნებისყოფის ადამიანების შეთხვევაში,რომლებსაც სხვები მართავენ.