Author Archives:

მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”

“მოღალატე ცოლის ქმარს ყოველთვის ჰქირდავენ,მასხრად იგდებენ და აუგად იხსენიებენ,თუმცაღა კარგად იციან,რომ საცოდავს,შეიძლება,წარმოდგენაც არ ჰქონდეს,რა ამბავია მის თავს და არც ცოლის გარყვნილებაში მიუძღვის ბრალი,რადგანაც ეს მისი გულგრილობისა თუ დაუდევრობის შედეგი კი არ არის,არამედ ქალის ავხორცობისა და უკეთური ბუნებისა. და მაინც,სიბრალულით კი არა,ერთგვარი ზიზღით უმზერენ მას.

“შემზარავი სინოდი” – (მკვდარი სინოდი)

“შემზარავი სინოდი” – IX-X საუკუნებში რომის კათოლიკური ეკლესია საშინელი პოლიტიკური და მორალური (ზნეობრივი) კრიზისის წინაშე იდგა.რომის პაპებს,იმისათვის,რომ ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური საყრდენი ჰქონოდათ,ისინი სხვადასხვა გავლენიანი იტალიელი თუ ევროპელი მმართველების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ და შესაბამისად,მათ მარიონეტებსაც წარმოადგენდნენ.

იცით თუ არა,რომ

1. “მთარგმნელები” – მსოფლიოში დადგენილი წესის თანახმად,თავიანთ პროფესიულ დღეს ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავენ.ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1991 წლიდან იღებს.რატომ 30 სექტემბერი? იმიტომ,რომ სწორედ ამ დღეს აღესრულა “ბიბლიის” ლათინურ ენაზე მთარგმნელი რომაელი წმინდანი – იორენიმე,რომელიც თავის მხრივ “მთარგმნელების” მფარველად არის მიჩნეული.

ჩარლზ რობერტ დარვინის სიცოცხლის “უკანასკნელი წუთები”

მსოფლიო ბუნებისმეტყველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინგლისელი ბუნებისმეტყველი,მოგზაური და ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითრების შესახებ შექმნილი მოძღვრების ავტორი – ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები) ამბობდა: “მეცნიერებას არაფერი ესაქმება ქრისტესთან,უბრალოდ,მეცნიერული კვლევა ასეთ ჩვევას გიმუშავებს,მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენ,ვიდრე დამამტკიცებელ საბუთს აღიარებდე.მე,პირადად არ მჯერა გამოცხადების”.

კარდინალი რეჯინალდ პოული – ნიკოლო მაკიაველის შესახებ…

კარდინალი რეჯინალდ პოული (1500-1558 წლები) – წარმოადგენდა ინგლისელ კარდინალს,კანტერბერიის უკანასკნელ კათოლიკე არქიეპისკოპოსსა და ინგლისის სამეფო დინასტიის პლანტაგენების ერთ-ერთ შთამომავალს.მას,იმ პერიოდის უამრავი სასულიერო პირების მსგავსად,დიდი იტალიელი (ფლორენციელი) სახელმწიფო მოღვაწე,მოაზროვნე,ფილოსოფოსი და მწერალი – ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი “ათეისტად” და “ეშმაკის ნაშიერად” მიაჩნდა.

ალექსანდრე მაკედონელი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც მსოფლიოს ელვის უსწრაფესად მოედო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის - ალექსანდრე მაკედონელის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი,ათენში,სადაც მაკედონელს და ზოგადად მაკედონიას უამრავი ძველი მტრები ჰყავდა,აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აღფრთოვანება და სიხარული გამოიწვია.

ვახუშტი კოტეტიშვილი – “საწუთრო შემომეძენძა”

საწუთრო შემომეძენძა

როგორც მათხოვრის ხალათი,

“დამაკვირდი”

1. “ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური არ მეუცხოვება”. – ტერენციუსი

ალექსანდრე პუშკინი წერდა…

“ერთ-ერთი მიზეზი,რატომაც ჩვენ ვკითხულობთ დიდი ადამიანების ნაწერებს – ეს თავმოყვარეობაა: ჩვენ გვიხარია,რომ მათ რაღაცაში ვგავართ: რაშიც უნდა იყოს,ეს იქნება აზრები,გრძნობები,ჩვეულებები,თუგინგ სისუსტეები და ნაკლობანებები.

სანდრო ბოტიჩელი – “ცილისწამება”

“ცილისწამება” – წარმოადგენს ადრეული რენესასნსის ხანის გენიალური იტალიელი მხატვრისა და ფლორენციული სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპის (1445-1510 წლები),იგივე – სანდრო ბოტიჩელის მიერ შექმნილ შედევრ-სურათს.