Category Archives: სხვა
ჟიულ ანრი პუანკარეს შესახებ – პონ პელვენე წერდა…
ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსის,ფილოსოფოსისა და “საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის” ხელმძღვანელის - ჟიულ ანრი პუანკარეს (1854-1912 წლები) შესახებ,დიდი ფრანგი მათემატიკოსი და საფრანგეთის “მესამე რესპუბლიკის” პრემიერ-მინისტრი - პონ პელვენე(1863-1933 წლები) წერდა:
ინდონეზიელი “ახალგაზრდების ფიცი” სამშობლოს წინაშე…
1928 წლის 28-29 ოქტომბერს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ჩატარდა – “ახალგაზრდული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციის” კონგრესი,სადაც პირველად იქნა შესრულებული ინდონეზიის ჰიმნი,სახელწოდებით: “დიადი ინდონეზია”,რომელიც დაწერილ და შესრულებულ იქნა კომპოზიტორ ვაგე რუდოლფ სუპრატმანის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)
“სიბრძნის წუთი”
ადამიანი,რომელიც გამუდმებით ყველასთან აკრიტიკებდა კაცთა მოდგმის თითოეულ წარმომადგენელს,ერთ დღეს ბრძენ კაცს გადაეყარა,რა დროსაც ისევე როგორც სხვებთან,მასთანაც გააკრიტიკა ადამიანები.ბრძენმა მოისმინა რა მისი შეფასება,მცირეოდენი დუმილის შემდეგ მას ასეთი რჩევა მისცა:
ჰაროლდ პინტერის წიგნიდან – “ხელოვნება,ჭეშმარიტება და პოლიტიკა”
ჰაროლდ პინტერი (1930-2008 წლები) – წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ბრიტანელ დრამატურგს,საზოგადო მოღვაწესა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს ლიტერატურის დარგში,რომელიც უმკაცრესი კრიტიკით გამოირჩეოდა ბრიტანული და ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი)
“არმინ ვამბერის მოღვაწეობიდან”…
არმინ ვამბერი (1832-181913 წლები),გერმანულად ჰერმან ბამბერგერი,გახლდათ დიდი უნგრელი მოგზაური,აღმოსავლეთმცოდნე და პოლიგლოტი,რომელიც წარმოშობით ღარიბი ებრაული ოჯახიდან გახლდათ.
“პერუს მზის ორდენი”
“პერუს მზის ორდენი” - თავდაპირველი სახელწოდება “მზის ორდენი”,გახლავთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო პერუს ქვეყნისა,რომელიც ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო ჯილდოა ამერიკის კონტინენტისა.
ჯეკ მეტლოკი “დიპლომატების” შესახებ…
ერთ-ერთი გამოჩენილი ამერიკელი დიპლომატი,ფილოსოფიის დოქტორი და საპატიო დოქტორი სამი ამერიკული კოლეჯისა,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გახლდათ საბჭოთა კავშირში 1987-1991 წლებში - ჯეკ მეტლოკი ”დიპლომატების” შესახებ წერდა:
ჩესტერ ბოულზი “ელჩების” შესახებ წერდა…
გამოჩენილი ამერიკელი პოლიტიკოსი,მკვლევარი და ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში 1962-1969 წლებში - ჩესტერ ბოულზი (1901-1986 წლები),”ელჩების” შესახებ 1962 წელს წერდა:
“ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ნააზრევი”…
“რა პარადოქსიც არ უნდა იყოს,კომედიის შექმნის პროცესში სასაცილო ტრაგიკულიდან იბადება.ალბათ იმიტომ,რომ სიცილი ბედისწერის გამოწვევაა: ჩვენ ვიცინით,რადგან ბუნების ძალების წინაშე უმწეობას ვგრძნობთ… ვიცინით,რათა ჭკუიდან არ შევიშალოთ.ცხოვრება მსხვილი პლანით… ტრაგედიაა,საერთო პლანით – კომედია”. (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი “აღზრდის” შესახებ…
“მავანი მამა ამტკიცებს, რომ საკუთარ ვაჟს უმწიკვლოდ ზრდის, თუმცა მის აღზრდას იმით იწყებს, რომ შვილს მასწავლებელს მიუჩენს, რომელიც მის პირმშოსთან მთელ დღეს ატარებს და შეუძლია, რასაც მოისურვებს, ის გააკეთოს. ისეთი უღირსი წიგნების წაკითხვის ნებას აძლევს, მკვდარსაც რომ წამოაყენებს.