Category Archives: სხვა

ბოშათა „ეროვნული ჰიმნის” შესახებ…

„ბოშათა ეროვნული ჰიმნი” - წარმოადგენს ორიდან ერთ-ერთ უმთავრეს საერთო ეროვნულ სიმბოლოს ბოშა ხალხისა (დროშასთან ერთად). 1971 წლის 8 აპრილს, პირველად ისტორიაში ჩატარდა „ბოშათა ეროვნული მსოფლიო კონგრესი” და სწორედ ამ დღეს იქნა დამტკიცებული „ბოშათა ეროვნული ჰიმნი”.

ბაბო დადიანი „ოჯახის შესახებ”

„ოჯახი ადამიანის გამომჩენია, მისი კარგის მაჩვენებელია. სახლის გარეგნობაც კი თვალსაჩინოდ ჰყოფს იქ მცხოვრების ვინაობას, ჩემთვის საკმარისია თვალი გადავავლო სახლის გარეგნობას და მაშინვე მოგახსენებთ, რა თვისების კაცია მისი პატრონი: მუყაითი, მშრომელი, მოყვარული თავისი ოჯახისა, თუ უქნარა, მცონარა და გამფლანგავი.

ლუარა გორდიევიჩი – „ღმერთო, ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს”…

„ბუნებაში შექმნილი მშვენიერება შემოქმედის, უფლის ნების გამოვლინებაა. ბუნების იდუმალებაში წვდომა ღვთის იდუმალების წვდომაა. ყველას როდი ძალუძს იგი, ასეთი რამ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

“ივერია” ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების შესახებ წერდა…

“გარდაიცვალა! სიცოცხლე მისი მოკლე იყო,მაგრამ სრული; ცოტა იცოცხლა,მაგრამ ბევრი ჰქმნა… გარდაიცვალა!… მაგრამ ვინ მოიგონა ეს სიტყვა?.. უკვდავთან სიკვდილს რა ხელი აქვს?..” (ავტორი გენია.ჯი)

“პინპოტა”

“პინპოტა” - სინგალური ენიდან ითარგმნება,როგორც “წიგნი კეთილი საქმეებისა” და იგი წარმოადგენს უძველეს ჩვეულებას,გავრცელებულს ბუდისტ მირიანინებში,რომლებიც ცხოვრობენ ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტროპიკულ-კუნძულოვან ქვეყანაში შრი-ლანკაში.

იაკობ გოგებაშვილი – “სამშობლოსა და დედა-ენის შესახებ”

“ბატონებო! მშობლიური მიწა-წყალი,მამული,მარტო ნივთიერი ფაქტორი არ გახლავთ.იგი ამასთან სულიერია,ცოცხალი არსებაა… სამშობლოს დამკარგავი ერი ვერ დაიცავს თავის არსებობას,ვერ გააგრძელებს სიცოცხლეს და თუნდაც გააგრძელოს,მაინც ყოვლად უბედური იქნება”.

არისტოფანეს ნააზრევი

„…უწინ ჩვენ ერთ მთლიან ინდივიდუმს წარმოვადგენდით. ახლა კი ჩვენი  ცოდვებისათვის გაგვთიშა და გაგვყარა ღმერთმა… კაცთა მოდგმა ბედნიერი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა თითოეული ჩვენთაგანი თავის საფერს იპოვის და, ამრიგად, ჩვენს პირვანდელ ბუნებას დაუბრუნდება.

გი დე მოპასანი – “შეულამაზებლად დახატული ავტოპორტრეტი”

“მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული.თუმცა მოჩვენებით ხშირად მომჩვენებია,თავი ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი.ეტყობა,ვერც ვერასდროს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას…

“მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს სერბებს”

“მხოლოდ ერთიანობა გადაარჩენს სერბებს” – ინგლისურ ენაზე “Only Unity Saves the Serbs”,წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე,ერთ-ერთი მართლმადიდებლური რწმენის მქონე ქვეყნის – სერბეთის და სერბი ხალხის,ოფიციალურ ეროვნულ დევიზს,რომელსაც ისინი ასევე არაოფიციალური სლოგანის სახითაც იყენებენ. (ავტორი გენია.ჯი)

“დაუპატიჟებელი სტუმარი” ძველ საბერძნეთში

ძველ საბერძნეთში,მასპინძლის მიერ სადილზე მიწვეულ სტუმარს უფლება ჰქონდა ერთი “დაუპატიჟებელი სტუმრის” მიყვანისა.ასეთ “დაუპატიჟებელ სტუმრებს” კი იმ ეპოქაში მოიხსენიებდნენ,როგორც – “აჩრდილი”.