Category Archives: სხვა
სხვადასხვა ქვეყნების “დევიზები”
1. ”ერთი ხალხი,ერთი ერი,ერთი ბედი”. – (გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის დევიზი)
არჩილ ჯორჯაძე – დიმიტრი ყიფიანის შესახებ წერდა…
“როდესაც ზედმიწევნით გავეცნობით დიმიტრის აზროვნების ხასიათს,მის სოციალურ-პოლიტიკურ სიმპატიებს და ლტოლვილებას,დავრწმუნდებით,რომ ამ ადამიანის დასაფასებლად არ გამოდგება ჩვეულებრივი საზომი,რომლითაც ვზომავთ ინტელიგენტ-მოღვაწის ფიზიონომიას…
ჭაბუა ამირეჯიბის ნააზრევი…
„ადამიანის სიკვდილი სხვადასხვანაირად და სხვადასხვა მიზეზებით მოდის. მაგალითად, დგება დრო, როცა ადამიანს დიდი ხნით სიცოცხლით დაგროვებული გამოცდილების გამო აღარაფერი უკვირს, აღარაფერი აინტერესებს, აღარ ებადება კითხვები და მათზე პასუხის პოვნის სურვილი, რადგან ჰგონია, რომ უკვე ყველაფერი იცის, ყოველივე განვლილია და ახალი აღარაფერი შეიძლება იყოს.
იაკობ გოგებაშვილის ნააზრევი…
“არა გვგონია,რომ ჩვენს მკითხველებს შორის აღმოჩნდნენ იმდენად უბირის და ჩლუნგის გონების პატრონნი,რომ გადაასხვაფერონ ჩვენი სიტყვები, და დაგვაბრალონ უცხო ენათა შესწავლის უარყოფა.
ნელსონ მანდელას მოსაზრებები…
”მთელი ჩემი ცხოვრება აფრიკელი ხალხის ბრძოლას მივუძღვენი.მე ვიბრძოდი როგორც თეთრკანიანთა,ასევე შავკანიანთა ბატონობის წინააღმდეგ.
“სიბრძნის წუთი”
ფანჯარასთან ბულბულის გალია ეკიდა.ერთ ღამეს გალიასთან ღამურა მიფრინდა და ბულბულს ჰკითხა: დღისით რომ დუმხარ და ღამით გალობ,ეს რას ნიშნავსო.
ივანე ჯავახიშვილი წერდა…
“საქართველო მთლიანად მუზეუმია და ჩვენ ამას არ ვიყენებთ.რა საოცარი მოვლენაა,რომ დადგება თუ არა გაზაფხული,თითქმის ზამთრის პირამდე მთელი საქართველო,
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის საოცარი მიმართვა კინოფილმიდან – “დიდი დიქტატორი”
- მაპატიეთ,მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე.არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე.მინდა დავეხმარო ყველას,ვისაც შემიძლია – ებრაელს,წარმართს,შავკანიანს,თეთრკანიანს.ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,ადამიანები ასეთები ვართ.ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით.
ილია ჭავჭავაძე – “ლიბერალობის” შესახებ წერდა…
“ლიბერალობა განა მალვაა,ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა,ოინბაზობისა,თაღლითობისა,თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნამუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ,მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული,თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა.
დიმიტრი უზნაძე – “ქართველთა შეგონება”
„დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა, – ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.