Category Archives: სხვა
გურამ დოჩანაშვილის ნააზრევი…
„სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და არც ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი…
ჯემალ ქარჩხაძის ნააზრევი…
“ვისაც უკეთესი ბედი აქვს,ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს,შეუძლია,ნადირადაც იქცეს – ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა.ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული.ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავისი ზურგით უნდა ზიდოს”. (ავტორი გენია.ჯი)
თამაზ ჭილაძის ნააზრევი…
“ჩემი ცხოვრება ისე აეწყო,რომ გაცდენილი დღეები,წლები არ მქონია.საერთოდ ,საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს,თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს.
ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება…
“ისტორიკოსი მოვალეა… მეცნიერულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამა თუ იმ ერის წარსული…
გოდერძი ჩოხელი – “ისტორია”
“ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა,შიგნით არაფერი ჩანს,მხოლოდ აქა-იქა გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისინიც ისე უმნიშვნელონი,იმავე წამს ნისლით იბურებიან.
ალფრედ ბერნჰარდ ნობელის ნააზრევი…
“სულ მეუბნებიან,რომ ბევრი მეგობარი მყავს.სად არიან ისინი? იმ ილუზიებში,რომლებიც შეუმჩნევლად ჩაგიფრენს გვერდით,ან მონეტების ჩხრიალში.
ნიკო ნიკოლაძის მოსაზრება…
“ჩვენი მამული გიყვარდესო, – აი,რით ამპარტავნობს დღეს ჩვენებური კაცი.ეს სწორედ იმას ჰგავს,ამპარტავნობა იმით,რომ დავიწყო – წმინდა ჰაერი მიყვარს,ან პური,ან წყალი მეთქი.ვის არ უყვარს თავისი მამული? სად მოიძებნება იმისთანა ქმნილება,რომელსაც დაბადებიდანვე თანდაყოლილი არ ჰქონდეს ამისთანა გრძნობა?
არჩილ ჯორჯაძე – “დიმიტრი ყიფიანის შესახებ”…
“ეს დღე ქართულ ეროვნულ თვითშემეცნების ისტორიაში ისტორიულ დღედ დარჩება… ერთი საფეხურით წინ წავდექით,ჩვენდა მოულოდნელად ერთად ვიგრძენით თავი,თვით-შემცნე და თვით-შემგნე ერად.
სოლომონ დოდაშვილი – “უმანკოება”
“სიხარული ბრწყინავს თვალთა შინა მისთა. – იგი განიღიმავს მსგავსად გაზაფხულის დილისა. – ბრტყელსა შუბლსა მისსა გამოიხატების სულიერი სიმშვიდე და განსვენებულება. – დაუჭკნობარნი ვარდნი და ზამბახნი ჰყვავიან მის ღაწვთა ზედა. – ახოვნება მისი ემსგავსების სწორესა შტოსა ნარნარის ნარგიზისასა. – ცელქნი ნიავნი გარემო შეფრფინვიან მას,შემოსენ ლბილსა,სპეტაკსა სამოსსა და მასზედა აღქრფვევენ განშლილთა თმათა მისთა.
ჯორჯ ბაირონის შესახებ…
“ოჰ! რა შავის ფიქრების კაცი გახლდათ ეს ახირებული,დაუდგრომელი მსახური აპოლონისა!… ცხოვრება მისთვის მთლად ერთად ერთს საწამლავის ფიალას წარმოადგენდა: