Category Archives: სხვა
ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…
“ასე ჩემო მკითხველო,დაე ყველამ სწეროს,როგორც ჭკუა და ენა უჭრიდეს.დაე იმერელმა იმერული სიტყვები იხმაროს და კახელმა – კახური სიტყვის წყობილება.შენ მათ ნაწერში ეცადე აზრი გაარკვიო, და – თუ აზრი შენი საზოგადოების და მამულის სასარგებლოდ იცნო, – ეცადე მისი შეთვისება და გავრცელება,ეცადე მისი “განხორციელება”.
ფილიპე გოგიჩაიშვილი – იაკობ გოგებაშვილის შესახებ…
“1904 წელს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია დავბეჭდე კალენდარში.დაბეჭდვამდე გადავიკითხე,სხვათა შორის,მისი სტატიები – ზოგი ხელახლა.ზოგი პირველად – სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში,რათა გერმანული “საფუძვლიანობის” პრინციპისათვის არ მეღალატნა: მაშინ მე გერმანიიდან ახალდაბრუნებული გახლდით.გერმანულად განსწავლული,ბიუხერის მოწაფე.
ივანე გომართელი – გიორგი ჭალადიდელის შესახებ…
“უმეტესი ნაწილი მისი ლექსებისა ვერ გაგაკვირვებთ ენის სიმდიდრითა და სილამაზით,მხატვრული სახეებისა და ფერადების შეწყობითა და მრვალგვარობით,აზრის ორიგინალობა-თავისებურობით,ან ფანტაზიის სიუხვით,მაგრამ არის შიგ ისეთი მარგალიტებიც,რომელთა შექმნა მხოლოდ ჭეშმარიტ ხელოვანს შეუძლია…
იოსებ დავითაშვილის შესახებ წერდნენ…
“შემცდარია ის,ვისაც ჰგონია,რომ მარტო მოლექსეობისათვის ვსცემდეთ მას პატივს.დაბალწოდებაში ნიჭი იშვიათი არ არის და არც მოშაირობაა განსაკუთრებული მოვლინება.განსვენებული იმითი იყო შესანიშნავი უფრო,რომ თავის პირადობაზე იმდენად არა ჰფიქრობდა,რამოდენადაც საზოგადოებაზე.
ალბერტ აინშტაინის მოსაზრებები…
“სოციალური სამართლიანობისა და სოციალური ვალდებულებების მიმართ ჩემი დაუოკებელი მგრძნობელობა ყოველთვის უჩვეულოდ უპირისპირდებოდა ადამიანებთან უშუალო სიახლოვისა და ადამიანთა გაერთიანებების მიმართ მკაფიოდ გამოკვეთილ ჩემივე გაუცხოებას.
“უსათაუროდ!!!”
“საოცრებები პლატონის ათენშიც ხდებოდა,არისტოტელეც გარბოდა,მიქელანჯელოს ფლორენციაშიც ისროდნენ,ნაპოლეონსაც მისდევდნენ,სხვებიც გარბოდნენ… გაქცევა რეაქციაა,როდესაც მგელი მოგსდევს.ქართველიც გარბის,მაგრამ ქართველს მგელი არ მისდევს.ქართველს არავინ მისდევს,არავინ იჭერს,არც კი მისტირის…
ნოდარ დუმბაძე – მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ…
“ჯავახიშვილი შიშით,პარვით,ალიყურით და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის,ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად,ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით,ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად,რითაც უსაზღვრელად ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.
დავით კლდიაშვილის შესახებ წერდნენ..
“ვისაც დავით კლდიაშვილის კომედიებში ტრაგედია ვერ დაუნახავს,მას უფლება არა აქვს იფიქროს,რომ იცინის დავით კლდიაშვილის სიცილით”.
ალბერტ აინშტაინის ნააზრევი…
“…თქვენ, ალბათ ფიქრობთ, რომ მე მშვიდი კმაყოფილებით ვავლებ თვალს ჩემი ცხოვრებისეული შრომის შედეგებს.
ვიქტორ მარი ჰიუგო – “ვოლტერის დახასიათება”…
“ფარისევლებთან ბრძოლა,მლიქვნელთა გაშიშვლება,ტირანიის მტვერში დამხობა,მასთან უზურპაციის,ცრუმორწმუნეობის,სიცრუის და სიმდაბლისა,ტაძრის აღება იმისათვის ,რომ აშენდეს ახალი,ესე იგი შეიცვალოს სიცრუე ჭეშმარიტებით,სასამართლოს სისასტიკის მხილება,თავდასხმა სისხლისმსმელ მსახურებზე,შოლტის აღება და ტაძრიდან მეკერმეთა განდევნა,