Category Archives: ისტორია

გლადიატორების ორთაბრძოლის ისტორიიდან…

გლადიატორების ბრძოლების ტრადიციამ სათავე იტალიისა და კორსიკის უძველესი კულტურის მქონე ხალხში – ეტრუსკებში აიღო. 

“ჰებ-სედი”

უძველეს ეგვიპტეში ერთი მეტად საინტერესო და უჩვეულო ტრადიცია არსებობდა,რომელსაც – “ჰებ-სედი”-ს სახელწოდებით მოიხსენიებდნენ:

“ახალი ადამიანი” – (ეპიზოდი)

ძველ რომში იმ ნაკლებად ცნობილ და არადიდგვაროვან ადამიანებს (შესაძლოა პლებეებსაც),რომლებმაც თავიანთი ბრწყინვალე შესაძლებლობების გამოვლინების შედეგად უმაღლესი მაგისტრების (კურიის მაგისტრები) ჩინები მიიღეს და სახელმწიფო სამსახურში დაიწყეს მოღვაწეობა,დიდგავროვანი რომაელები ირონიულად – “Homo Novus”-ს ანუ – “ახალ ადამიანებს” უწოდებდნენ.

ყაზახეთის რესპუბლიკა – “ეპიზოდი”

ცენტრალურ აზიაში მდებარე ტრანსკონტინენტური ქვეყანა – ყაზახეთის რესპუბლიკა,ყველაზე ბოლო რესპუბლიკა გახლდათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში,რომელმაც ხელი მოაწერა “ბელოვეჟის შეთანხმებას” (საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარი იურიდიული დოკუმენტი,რომლის ორიგინალური ვერსიაც ცნობისათვის,მოგვიანებით დაკარგული იქნა).

გენერალ ივანე ლაზარევის მკვლელობა…

საყურადღებოა ის გარემოება,რომ რუსეთის იმპერატორის – ალექსანდრე I-ის მიერ ჩვენი სამშობლოს შესახებ გამოცემული მანიფესტი,სიონის საკათედრო ტაძარში რუსულ ენაზე,ანუ იმ პერიოდისათვის ქართველთათვის სრულიად უცხო ენაზე იქნა წაკითხული,რამაც ჩვენი საზოგადოების დიდი გულისწყრომა გამოიწვია,რადგან აზრადაც კი არავის მოსვლია,რომ ქართველი ერისათვის ესოდენ უმნიშვნელოვანესი დატვირთვის მატარებელი დოკუმენტი ქართულ ენაზე ეთარგმნა.

ტიტუს ფლავიუს დომიციანე – “ეპიზოდი”

ფლავიუსების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი რომის საიმპერატორო ტახტზე – ტიტუს ფლავიუს დომიციანე (51-96 წლები) ერთობ ტირანული და დიქტატორული თვისებებით გამორჩეული იმპერატორი იყო.მის მიერ ჩადენილი შიზოიდური და უსამართლო ქმედებების გამო,დომიციანეს უამრავი მოსისხლე მტერი გაუჩნდა.

რა პასუხი გასცა სტალინმა ნიკიტა ხრუშჩოვს თავისი ვაჟის შეწყალებაზე?

1943 წლის მარტის დასაწყისში,იოსებ სტალინს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სამხედრო საბჭოში შემავალი გენერალ-ლეინტენანტისაგან – ნიკიტა ხრუშჩოვისაგან სასწრაფო წესით გაგზავნილი წერილი მიუვიდა,სადაც იგი თხოვნით მიმართავდა საბჭოთა გენსეკს მასთან შესახვედრად მცირეოდენი დრო გამოენახა.

მარი-ანტუანეტის შესახებ…

ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი მწერლისა და კრიტიკოსის – შტეფან ცვაიგის წიგნში – “მარი ანტუანეტი: ორდინარული ხასიათის პორტრეტი”,კარგად არის ასახული თავისი ტრაგიკული აღსასრულით ცნობილი საფრანგეთის დედოფლის –  მარი-ანტუანეტის (1755-1793 წლები) ბიოგრაფია.

ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ წერდნენ…

“ნაპოლეონმა დაიახლოვა და საპასუხისმგებლო თანამდებობები ჩააბარა ადამიანებს,რომლებიც ხელს უშლიდნენ მისი გეგმების განხორციელებას და სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ მის დაწინაურებას.ბონაპარტმა სწორედ ისინი აირჩია საყრდენად,ვისაც ყველაზე მეტად ეშინოდა მისი შურისძიებისა”. – პიერ ჰიაცინტ აზაისი

ნიკოლოზ I – “ეპიზოდი”

1840 წელს რუსეთის იმპერატორმა – ნიკოლოზ I რომანოვმა (1796-1855 წლები),გამოსცა განკარგულება,რომლის თანახმადაც ოფიციალურ დოკუმენტებში კატეგორიულად აიკრძალა იმ პერიოდისათვის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ბელორუსიის გენერალ-გუბერნიისა და ლიტვის გენერალ-გუბერნიის – ბელორუსიად და ლიტვად მოხსენიება.