Category Archives: ისტორია
ევა ჰედვიგ იუსტინი – (ბოშათა გენოციდის ინიციატორი)
ევა ჰედვიგ იუსტინი - დაიბადა 1909 წლის 23 აგვისტოს,გერმანიის ქალაქ დრეზდენში.იგი წარმოადგენდა გერმანელ ფსიქოლოგს და ცნობილ რასობრივ ანთროპოლოგს ნაცისტური გერმანიისა,რომლის სახელი დღემდე ფიგურირებს,როგორც ერთ-ერთი ინიციატორი “ბოშათა გენოციდისა” გერმანიაში.
დედოფალი ვანჟუნი
გობულო ვანჟუნი - დაიბადა 1906 წლის 13 ნოემბერს,ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიულ რეგიონში – მანჯურიაში.იგი წარმოადგენდა ჩინეთის უკანასკნელ დედოფალს ცინის დინასტიისა (1922-1924 წლებში),ხოლო 1934-1945 წლებში გახლდათ მანჩჟოუ-გოს დედოფალი (იაპონიის დაქვემდებარებაში მყოფი მარიონეტული სახელმწიფო მანჯურიის ტერიტორიაზე).
მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი – “სოციალიზმის” შესახებ წერდა…
” – ბრიტანეთი და სოციალიზმი შეუთავსებელია და, სანამ ცოცხალი ვარ,ეს ასეც იქნება! ჩვენ ყველგან უნდა ვებრძოლოთ სოციალიზმს,სადაც არ უნდა შევხვდეთ მას.ჩვენი მიზანი მისი მთლიანად განადგურებაა! (ავტორი გენია.ჯი)
“Poena cullei” – სიკვდილით დასჯის ძველრომაული მეთოდი
“Poena cuiiei” - ლათინური ენიდან თარგმანით აღნიშნავს “დასჯას ტომარაში”.იგი წარმოადგენდა კვალიფიციურ სახეობას სიკვდილით დასჯისა,ძველი რომაული სისხლის სამართლის მიხედვით.ამ მეთოდით ძირითადად რომაული სასამართლოები სიკვდილით სჯიდნენ იმ ადამიანებს,რომლებსაც ბრალი უმტკიცდებოდათ ნათესავების (ძირითადად მამის) მკვლელობაში.
ადოლფ ჰიტლერი – “მოქალაქეებისა და ქვეშევრდომების” შესახებ…
“დაწესებულებას,რომელსაც ამჟამად შეცდომით “სახელმწიფოს” უწოდებენ,ორნაირი ხარისხის ადამიანები გააჩნია – თავისი მოქალაქეები და უცხოელები.
“ატაკაპას ხალხი”
“ატაკაპას ხალხი” - ინგლისურ ენაზე “Atakapa people”,წარმოადგენს სახელწოდებას ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრები ერთ-ერთი ინდიელი ტომის ხალხისა,რომელთა განსახლების ძირითადი არეალი გახლავთ მდინარე ატჩაფალაიადან (ლუიზიანას შტატი) მდინარე ტრინიტიმდე ტერიტორიები.ჩოკტოს ენაზე “ატაკაპა” ითარგმნება,როგორც “კაციჭამიები”. (ავტორი გენია.ჯი)
“კულტურული რევოლუციის” შესახებ…
“კულტურული რევოლუციის” ფარგლებში განხორციელებულ მეორე სახის ძალადობას ჩინეთში არავინ ხელმძღვანელობდა.თუმცა მისი პირველი ეტაპის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღემდე დაუდგენელია.
ანდრე მარლო – “შარლ დე გოლის შესახებ წერდა”…
” ჩემი თვალით მინახავს სახელმწიფოთა კვდომა… მაგალითად – ჩინეთის,ან ინდოჩინეთის ქვეყნების.ყოველ ასეთ შემთხვევაში,იქ მაცხოვრებელ ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ და მინახავს,რა სასოწარკვეთა ეწერათ სახეებზე,რა უიმედობა სუფევდა ირგვლივ.
პოლ ფრანსუა ველი
პოლ ფრანსუა ველი - დაიბადა 1709 წელს საფრანგეთის ქალაქ რეიმსთან ახლოს.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ფრანგ ისტორიკოსსა და ისტორიოგრაფს,რომელიც ავტორი გახლავთ საყოველთაოდ ცნობილი,8 ტომად გამოცემული წიგნისა – “საფრანგეთის ისტორია”.