Category Archives: დამაკვირდი
„დამაკვირდი”
1. „ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა ცხოვრებაში – იყო იქ, სადაც ყველაზე საჭირო ხარ”. – კონსტანტინე ლორთქიფანიძე
„დამაკვირდი”
1. „ეჭვს გარეშეა, არ არსებობს იმაზე უარესი საქციელი, ვიდრე ყველაფერზე სანახევროდ ხელის აღებაა… ის ღმერთისთვისაც დაკარგულია და ქვეყნისთვისაც”. – ფრანსუა მორიაკი
„დამაკვირდი”
1. „ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ყველაფერი, ვიცოდეთ დაუყონებლივ, მაგრამ ცოტა რამ გავიგეთ და ისიც დიდი დაგვიანებით”. – ანატოლ ფრანსი
„დამაკვირდი”
1. „სიყვარულში ქალი ხშირად თვითონ ხდება მონადირე, კაცი კი – ნანადირევი”. – ჯორჯ ბერნარდ შოუ
„დამაკვირდი”
1. „ქველმოქმედი და სხვისი მოამაგე კაცისთვის გაცილებით უფრო ადვილია აშკარა უმადურობის ატანა, ვიდრე იმისა, რომ თავისი დიდი ამაგის ნაცვლად უბადრუკი საზღაური მიიღოს”. – ჯაკომო ლეოპარდი
„დამაკვირდი”
1. „მე, ვისაც ღმერთი არა მწამს, რატომღაც ძალზე ფრთხილად, ცოტა შიშითაც შევცქერი მას, შევცქერი და ვფიქრობ: „ეს კაცი ღმერთსა ჰგავს”. – ლევ ტოლსტოი
„დამაკვირდი”
1. „იმიტომ იცოცხლო, რომ მოკვდე, საერთოდ, ვერაფერი გასართობია, მაგრამ თუ იცი, რომ უდროოდ მოკვდები, სიცოცხლე სრული სისულელეა”… – ანტონ ჩეხოვი
„დამაკვირდი”
1. „მოვა ისეთი წამიც, ძალა რომ სავსებით გამოგელევა და ღმერთს შესთხოვ: „ღმერთო! ძალა აღარ მყოფნის! ნება მომეცი, მუხლი ჩავხარო!” მაგრამ ის ამის ნებას არ მოგცემს. მას უნდა, რომ ჩვენ, ცოცხლები ამ მიწაზე სულ ფეხზე ვიდგეთ, გაბმით, ერთთავად, სულმოუთქმელად”… – ლუიჯი პირანდელო
„დამაკვირდი”
1. „ადამიანი ხეა თავის ტყეში, ნადირია თავის ტყეში, ნადირი, რომელიც თავის ბუნაგიდან მხოლოდ საჭმლისათვის გამოდის”. – გაბრიელ გარსია მარკესი