Category Archives: მითოლოგია

იეილი

იეილი – ინგლისურ ენაზე “Yale”,ევროპულ მითოლოგიაში წარმოადგენდა მითიურ არსებას,რომელიც ერთგვარად ჩამოჰგავდა ანტილოპის ან შესაძლოა ჯიხვს,რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებით დიდი რქებით (რის მეშვეობითაც მას შეეძლო ნებისმიერი მიმართულებით ორიენტაციის აღება,თავის დაცვა საფრთხისაგან),გრძელი კუდითა და მასიურად ძლიერი ფეხებით.

“ვაფტრუდნირი”

“ვაფტრუდნირი” - გახლდათ გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით “გოლიათი”,რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული ცოდნითა და სიბრძნით.

ხუნდუნი

ხუნდუნი - წარმოადგენდა ძველი ჩინელი ხალხის აზრითა და რწმენით – “უპირო” ღვთაებას,რომელიც ერთგვარი სიმბოლო და გამოსახულება გახლდათ “ქაოსის”.

“იშტაბი”

“იშტაბი” - წარმოადგენდა უძველესი მაიას ხალხის მოთოლოგიურ ქალღმერთს და აზრობრივად გამოსახავდა “ჩამოხრჩობილთა (თვითმკვლელთა) მფარველ ღვთაებას”.გარდა ამისა იგი მიიჩნეოდა “მსხერპლთშეწირვის” ღვთაებადაც და მისი სახელი ასოცირდებოდა მთვარის დაბნელებასთან. (ავტორი გენია.ჯი)

“ვახანა”

“ვახანა” - სანსკრიტული ენიდან ითარგმნება,როგორც “იმოგზაუროს რითიმე”.იგი წარმოადგენდა ინდური მითოლოგიის მიხედვით ობიექტს ან რაიმე არსებას,რომელთაც ღმერთები გამოიყენებდნენ გადასაადგილებელ საშუალებად (ძირითადად მაინც ცხოველებს).

“მარა”

“მარა” - სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა დემონს,რომელიც ღამ-ღამობით ადამიანთა მკერდზე ჯდებოდა,რაც იწვევდა საშინელ სიზმრებს და სულის ხუთვას ამა თუ იმ მძინარე ადამიანისა,თავად “მარას” სიმძიმიდან გამომდინარე.

“სპირიდუში”

“სპირიდუში” - შუა საუკუნეების ევროპულ მითოლოგიაში წარმოადგენდა ბოროტ სულს,რომელიც შავი მაგიის გამოყენების შედეგად,შავი ქათმის კვერცხისაგან გამოჰყავდათ და შემდგომ სპეციალურ ჭურჭელში ათავსებდნენ.სპირიდუშს შეეძლო მისი ბატონისათვის წარმატებისა და გამდიდრების მოტანა. (ავტორი გენია.ჯი)

ენკელადოსი

ენკელადოსი - ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,წარმოადგენდა ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაების – ურანოსისა და დედამიწის განსახიერების ღვთაების – გეას ვაჟს.

პაჩამამა

პაჩამამა - ინგლისურ ენაზე “Pachamama”,კეჩუას ენიდან ითარგმნება,როგორც – “დედა-მიწისა”.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთვარეს ღვთაებას კეჩუას ხალხის (ინდიელი ხალხი მაცხოვრებელი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე) მითოლოგიისა,რომლის მიხედვითაც პაჩამამა გახლდათ მიწისა და ნაყოფიერების ღვთაება.