Category Archives: განათლება

ტომაზ ჰობზის შესახებ…

1665 წელს ლონდონი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა,მომდევნო წელს კი საშინელმა ხანძარმა.ამ ტრაგიკული მოვლენების წარმოქმნაში ანგლიკანურმა ეკლესიამ „უღვთო” ადამიანები დაადანაშაულა და შეადგინა იმ ათეისტური ქმნილებების სია,რომლებიც უპირობოდ ექვემდებარებოდნენ კოცონზე დაწვასა და განადგურებას.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსისა და ფარდობითობის თეორიის წამომყენებლის – ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეს (ზოგადად,დაბადების თარიღს) მეგობართა წრეში ხუმრობით ერთ-ერთი მათემატიკური მუდმივას სახელი უწოდეს.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

რელიგიურ ნოვატორად აღიარებული გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსი,ფილოსოფოსი და მისტიკოსი – პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები),თავის მოწაფეებსა და მიმდევრებს მოუწოდებდა,რომ თავი შეეკავებინათ ცხოველური წარმოშობის საკვების მიღებისაგან.

რატომ არ დარჩა ფერნანდო მაგელანს შთამომავლობა?!

ადელანტადოს ტიტულის მქონე სახელოვანმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა-მკვლევარმა – ფერნანდო მაგელანმა (1480-1521 წლები) რეალობად აქცია ის,რასაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა ქრისტეფორე კოლუმბი.იგი გახდა ადამიანი,რომლის ხელმძღვანელობითაც განხორციელდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ.

რა გარემოებაში აღიზარდა ჯონ ლოკი?!

გენიალური ინგლისელი მოაზროვნის,განმანათლებლისა და ლიბერალიზმის ფუძემდებლად მიჩნეული – ჯონ ლოკის (1632-1704 წლები) პურიტანი მამა – ჯონ (უფროსი) ლოკი,ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი გახლდათ სომერსეტის საგრაფოში და საკმაოდ მაღალი შემოსავალიც გააჩნდა.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ანტიკურ ხანაში ბერძნები ენციკლოპედიური ცოდნის მატარებელი ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის მშობლიური ქალაქის მოსახლეობას,მათი გულუბრყვილო ბუნებისა და გაუნათლებლობის (უმეცრების) გამო – „გულწრფელ სულელებად” მოიხსენიებდნენ.

ნოსტრადამუსის პირადი ცხოვრების შესახებ…

საყოველთაოდ ცნობილი ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგი წინასწარმეტყველის,ასტროლოგისა და ალქიმიკოსის – მიშელ დე ნოტრდამის (1503-1566 წლები),იგივე – „ნოსტრადამუსის” პირველ ქორწინებას ერთობ ტრაგიკული დასრული გააჩნდა.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

გენიალურმა ამერიკელმა გამომგონებელმა ელექტროფიკაციის სფეროში – ტომას ალვა ედისონმა,რომელსაც 29 წლის ასაკში მყოფი მეუღლე – მერი სტილველი ტვინის სიმსივნის შედეგად გამოეცალა ხელიდან,რამდენიმე ხანში მეორედ იქორწინა 20 წლის ასაკში მყოფ საკუთარ მოწაფეზე – მინა ფლორენს მილერზე.

მესტრიუს პლუტარქე – „ეპიზოდი”

დიდი ძველბერძენი მწერალი,ისტორიკოსი და ფილოსოფოსი – მესტრიუს პლუტარქე (46-127 წლები),ისევე როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი,აღმერთებდა თავის ოჯახს და არაერთხელ მოიხსენია იგი საკუთარ ნაწარმოებებში.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

1945 წლის 17 აგვისტოს გაერთიანებულ სამეფოში გამოცემული იქნა დიდი ინგლისელი მწერლისა და ესეისტის – ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე – „ცხოველების ფერმა”,სადაც ანტიუტოპიური ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ გმირს ცხოველთა ფერმაში დიდი ძალაუფლების ხელში ჩამგდები აგრესიული ღორი,სახელად – ნაპოლეონი წარმოადგენდა.