Category Archives: განათლება
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დანიის სამეფო ტახტი,რომლითაც ჩრდილოეთ ევროპაში არსებული აღნიშნული ქვეყნის მონარქები 1671-1840 წლებში სარგებლობდნენ,სხვა სამეფო ტახტებისაგან იმით განსხვავდებოდა,
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ლუვრის უნიკალურ მუზეუმში დაცული ძველ ბერძნული – “ვენერა მილოსელის” მარმარილოსაგან დამზადებული შედევრი-ქანდაკების შესახებ,რომელსაც თავის მხრივ,ფრანგების “ეროვნულ სიმაყედ” მოიხსენიებენ,გავრცელებულია რამდენიმე ვერსია.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
საკვირველია,მაგრამ ფაქტია,რომ მინის დინასტიის მმართველობის ეპოქის ჩინეთში (1368-1644 წლები) ერთობ გავრცელებული მოვლენა გახლდათ გლეხების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი ვაჟების კასტრირება (დასაჭურისება).
გერტრუდ სტაინი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ დამკვიდრებული მოსაზრებით,ტერმინის – “დაკარგული თაობის” ავტორად გენიალურ ამერიკელ მწერალს – ერნესტ ჰემინგუეის მიიჩნევენ,რომელმაც აღნიშნული ტერმინი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში – “აღმოხდების მზე (ფიესტა)” ეპიგრაფის სახით გამოიყენა.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ “დაკარგული თაობის” ტერმინის ავტორი სინამდვილეში გახლავთ გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და ლიტერატურის თეორიტიკოსი ქალი - გერტრუდ სტაინი (1874-1946 წლები),
ნეანდერტალელი – “ეპიზოდი”
მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერების მტკიცებით,ქვედა და შუა პალეოლითის ხანაში მცხოვრები თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპარი და პითეკანტროფის შთამომავალი ნეანდერტალელები გახლდნენ სწორედ ისინი,რომლებმაც გენეტიკურად გადასცა ადამის მოდგმას რისკი ისეთი საშინელი დაავადებებისა,როგორებიც გახლავთ – კიბო და დიაბეტი.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1885 წლის 22 მაისს პნევმონიის შედეგად 84 წლის ასაკში გარდაცვლილ გენიალურ ფრანგ მწერალს,დრამატურგსა და ფრანგული რომანტიზმის თეორიტიკოსს – ვიქტორ-მარი ჰიუგოს უკანასკნელ გზაზე მილიონამდე თანამემამულე აცილებდა.წინა ღამით კი,საშინელ წვიმაში – 40 000-მდე ადამიანმა გაუთია ღამე ტრიუმფალური თაღის ქვეშ დასვენებულ საყვარელ ლიტერატორს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ფიზიკური მონაცემები
როგორც ცნობილია,გენიალური ქართველი რომანტიკოსი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845 წლები) პორტრეტს სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოუღწევია.ერთადერთი მისი დაგეროტიპი (ადრეული პერიოდის ფოტოგრაფიული პროცესი,რომელიც ეფუძნებოდა ვერცხლის იოდიდის შუქმგრძნობიარობას),რომელიც პოეტის დას – ნინო ბარათაშვილს ჰქონდა შემორჩენილი,
შარლ ლუი დე მონტესკიეს შესახებ…
გენიალური ფრანგი მწრალი,ფილოსოფოსი და სამართალმცოდნე – შარლ ლუი დე მონტესკიე (1689-1755 წლები),მიუხედავად უდიდესი პოპულარობისა,ერთობ მოკრძალებული,დინჯი და უბრალო თვისებებით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.
ვოლტერის შესახებ…
გენიალურ ფრანგ ფილოსოფოს-განმანათლებელს,მწერალსა და დრამატურგს – ფრანსუა მარი არუეს (1694-1778 წლები),იგივე ვოლტერს,შვეიცარიის საზღვარზე განთავსებულ ფრანგულ ქალაქ ფერნეიში,რომელსაც 1878 წელს მის საპატივცემულოდ – ფერნეი-ვოლტერი უწოდეს,თავისი ცხოვრების 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში მოუხდა ცხოვრება.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დაასახელეთ იმ დიდებული მწერლისა და პოეტის ვინაობა,რომელმაც მის მიერ დაწერილ ერთ-ერთ ნაწარმოებში ევროპული ლიტერატურის მასშტაბით,პირველად გამოიყვანა ქალი,როგორც რომანის (ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ და მხოლოდ რომანზე და არა სხვა ლიტერატურულ ჟანრზე) მთავარი გმირი.